პირველადი დახმარება თუ გაწუხებთ ფეხების კრუნჩხვები!! რა უნდა მოვიმოქმედოთ ამ დროს?!..
თუ ფეხის კრუნჩხვები გაწუხებთ, უსიამოვნო სიმპტომების მოსახსნელად პირველადი დახმარების წესებს გირჩევთ გაეცნოთ.
როგორ მოვიშოროთ კუნთის კრუნჩხვითი სპაზმი, რომელიც ყველაზე ხშირად ჩნდება ფეხის მიდამოში? ამისათვის მიჰყევით ინსტრუქციას.
თანმიმდევრობა:
- ეცადეთ, ხელი მოკიდოთ ფეხის თითებს და, თუ შესაძლებელია, მკვეთრად მოწიეთ ფეხის თითი თქვენსკენ (როგორც სურათზეა ნაჩვენები). მიუხედავად ფეხებში კრუნჩხვის ტკივილისა, შეეცადეთ ფეხი ამ მდგომარეობაში დიდხანს შეინარჩუნოთ.
- ფეხებში კრუნჩხვის დროს აუცილებელია ფეხის კუნთის ერთდროულად მასაჟიც. როგორც წესი, რამდენიმე წუთის შემდეგ ტკივილი ჩერდება.
თუ ატყობთ, რომ ფეხებში კრუნჩხვები არ არის ძალიან ძლიერი და მხოლოდ დისკომფორტის დონეზე გრძნობთ თქვენ ამ ყველაფერს, მაშინ საკმარისია ფეხის თითი თქვენსკენ მიიწიოთ და რამდენიმე წუთით გააჩეროთ, კრუნჩხვები ქრება.
აღნიშნული მეთოდი საკმაოდ ეფექტური და უმარტივესად შესასრულებელია. სანამ არ გამოსცდით მის ეფექტურობას საკუთარ თავზე, ძნელია ეს ყოველივე დაიჯეროთ!
ამიტომ თუ ზემოთ აღნიშნული პრობლემა გაწუხებთ თქვენ ან თქვენს მეგობრებს - გაუზიარეთ ეს უმარტივესი პრობლემა და დაე თავად შეაფასონ შედეგი.
ჯანმრთელობას გისურვებთ!