დაივიწყეთ ოფლის სუნის შესახებ მხოლოდ ამ 3 ინგრედიენტის დახმარებით! ეფექტურია
ნაყიდი დეზოდორანტების მოქმედებით ძალიან ბევრია უკმაყოფილო. ამასთან, ანტიპერსპირანტები შეიცავენ ნივთიერებას, რომელიც საოფლე ჯირკვლების ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს უშლის. თუმცა ყველა დაეთანხმება იმ აზრს, რომ თანამედროვე სამყაროში ამ კოსმეტიკური საშუალების გარეშე ცხოვრება ფაქტობრივად შეუძლებელია. სცადეთ და მოამზადეთ ნატურალური ანტიპერსპირანტი საკუთარი ხელებით.
როგორ მოვამზადოთ?
სოდას სახამებელი შეურიეთ და ქოქოსის კარაქი დაამატეთ. სოდა ბაქტერიებს ანადგურებს და ოფლის სუნს ებრძვის, ხოლო სახამებლის დახმარებით, იღლიები მშრალი გექნებათ. შეგიძლიათ ასევე საყვარელი ეთერზეთის რამდენიმე წვეთი დაამატოთ. მიღებული მასა დეზოდორანტის ქილაში გადაიტანეთ და მაცივარში შეინახეთ.