გამოიყენეთ გლიცერინი კრისტალურად სუფთა კანისთვის !!..
გლიცერინი ერთ-ერთი საუკეთესო დამატენიანებელია ჩვენი კანისთვის და ამავე დროს ღრმად ასუფთავებს თქვენს კანის ფორებს. ყველაზე კარგი ის არის, რომ გლიცერინი შესაფერისია ყველა ტიპის კანისთვის. იმისთვის, რომ თქვენი სხეული სუფთა და ლაქებისგან დაცული იყოს, საჭიროა გლიცერინის სწორად გამოყენება. მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც დამატენიანებელი და ასევე როგორც სახისა და სხეულის ლოსიონი.
გლიცერინი, როგორც დამატენიანებელი
ინგრედიენტები:
- 1 ჩ/კ გლიცერინი
- 1 ცალი E ვიტამინი
- ¼ ჩ/კ ლიმონის წვენი
მოათავსეთ თასში გლიცერინი. დაუმატეთ E ვიტამინი და ლიმონის წვენი(თუ ამას იყენებთ სახისთვის, დაამატეთ მხოლოდ 2-3 წვეთი ლიმონის წვენი). კარგად აურიეთ. დამატენიანებელი მზადაა. წაისვით ეს დამატენიანებელი მთელ სხეულზე და შეიზილეთ მანამ, სანამ მთლიანად არ შეიწოვებს კანი. გაიჩერეთ მთელი ღამის განმავლობაში.მეორე დილით ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ინგრედიენტები:
- 1 ჩ/კ გლიცერინი
- 1 ჩ/კ აუდუღებელი რძე
- მწიკვი კურკუმა
- ½ ჩ/კ თაფლი
თასში მოათავსეთ ზემოთ მოცემული ინგრედიენტები. კარგად აურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. წაისვით ეს ლოსიონი მთელ სხეულზე და სახე აბაზანამდე 1 საათით ადრე. ის კანს სისუფთავესა და სირბილეს შესძენს.