vap.ge

სოდის გამოყენების საოცარი გზები ყოველდღიურობაში. ნეტავ აქამდე მცოდნოდა

სოდის გამოყენების საოცარი გზები ყოველდღიურობაში. ნეტავ აქამდე მცოდნოდა

სოდის საოცარი თვისებების შესახებ არაერთხელ გსმენიათ, თუმცა ეს იმდენად უნივერსალური პროდუქტია, რომ მასზე ინფორმაციის მიღება არასდროს არის საკმარისი. დღეს კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ სოდის გამოყენების სხვადასხვა გზებზე, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, დაზოგავთ საკმაოდ ბევრ დროს და თანხას.

ათეთრებს კბილებს

სოდისა და წყალბადის ზეჟანგის ნაერთი ეფექტურად ათეთრებს კბილებს, მაგრამ არ გამოიყენოთ ეს საშუალება ხშირად, რადგან შეიძლება დააზიანოს კბილების მინანქარი — საკმარისია კვირაში ერთხელ.

აქრობს გამონაყარს

საჭმლის სოდა ფერიმჭამელებისა და მუწუკების წინააღმდეგ ბუნებრივი საშუალებაა. უბრალოდ, შეურიეთ ის წყალს, მოამზადეთ პასტა, დაიდეთ დაზიანებულ კანზე, დააცადეთ შეშრობა და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

არბილებს კანს

სოდა თქვენს კანს რბილსა და სასიამოვნოს გახდის. შეურიეთ ის საპონსა და წყალს და დაიდეთ ხელებზე, შემდეგ, როცა გაშრება, დაიბანეთ თბილი წყლით. ეს საშუალება ატენიანებს კანს და აქრობს უსიამოვნო სუნს.

აქრობს სხეულის უსიამოვნო სუნს

აავსეთ აბაზანა წყლით და დაუმატეთ ერთი ჭიქა სოდა. მიიღეთ აბაზანა კვირაში ორჯერ. ეს გააქრობს ბაქტერიებს კანიდან და სხეულს უსიამოვნო სუნს მოაშორებს.

აქრობს პირის ღრუს უსიამოვნო სუნს

პირიდან ცუდი სუნის დროს სცადეთ სოდა. ერთ ჩაის ჭიქა წყალში ჩაყარეთ ერთი ჩაის კოვზი სოდა და კარგად აურიეთ, შემდეგ გამოივლეთ პირის ღრუში. სოდიანი წყალი გააქრობს ბაქტერიებს და შესაბამისად — უსიამოვნო სუნს.

წმენდს ფრჩხილებს

შეურიეთ ერთმანეთს სოდა და წყალი შეფარდებით 3:1, შემდეგ წაისვით ფრჩხილებზე. ეს მშვენივრად გაწმენდს თქვენს ფრჩხილებს.

ასუფთავებს თმასა და თავის კანს

შამპუნები და კონდიციონერები არასდროს მუშაობს ისე, როგორ რეკლამასაც უწევენ. მათ თმისა და თავის კანის სერიოზული დაზიანება შეუძლიათ. სოდა კი მშვენიერი საშუალებაა, რომ ყოველგვარი რისკის გარეშე გაისუფთავოთ თმა და თავის კანი, გააუმჯობესოთ თმის ხარისხი. ოღონდ გაითვალისწინეთ — ამისთვის სოდა გამოიყენეთ თვეში ერთხელ.

აქრობს მოჭარბებულ ოფლს

სოდა შესანიშნავი ბუნებრივი დეზოდორანტია. შეურიეთ ის თქვენს საყვარელ ეთერზეთს და წაისვით იღლიებში. ის გააქრობს ბაქტერიებსა და ოფლის სუნს რამდენიმე საათის განმავლობაში.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vap.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები
Exit mobile version