vap.ge

რატომ მიდევს აფთიაქში დაფნის ფოთოლი? ეს ნამდვილად არ გეცოდინებათ!

რატომ მიდევს აფთიაქში დაფნის ფოთოლი? ეს ნამდვილად არ გეცოდინებათ!

დაფნის ფოთოლი მდიდარია ფიტონციდებით, ბევრი სასარგებლო მიკროელემენტით და ტანინებით, რომლებიც ორგანიზმიდან წიდების გამოდევნას და იმუნიტეტს ზრდას ხელს უწყობენ.

ორგანიზმიდან ჭარბი სითხის გამოდევნის ხარჯზე არტერიული წნევის შემცირებას ხელს უწყობს.

ზოგიერთი სპეციალისტი გირჩევთ, რომ დაფნის ფოთოლი პროფილაქტიკის მიზნით მიიღოთ. თქვენ იგრძნობთ, რომ გაძლიერდით, სუნთქვა გაგიმარტივდათ და ნაკლებად იღლებით. დაფნის ფოთოლი რევმატოიდული ართრიტის და დიაბეტის დროს დაგეხმარებათ. შეგიძლიათ გაძლიერებული ოფლიანობის საწინააღმდეგოდ მიიღოთ.

ჩაინიშნეთ:

საჭმლის მომნელებელი სისტემის გაუმჯობესების და მეტეორიზმის პროფილაქტიკის მიზნით ხმელი დაფნის ფოთოლის ნახარში (დღეში 2 ჭიქა) დალიეთ. ამისთვის 4 გრ ფოთოლს 100 გრ წყალი დაასხით და ნახარში მოამზადეთ.

მარილების დაგროვების დროს დაფნის ფოთოლის ნახარში დალიეთ. 10 ცალი ფოთოლი 0,5 ლ წყალში 5 წუთით ხარშეთ და 6 საათით დააყენეთ. დღის განმავლობაში ყლუპებით დალიეთ. ნაყენი მარილების ინტენსიურ დაშლას ხელს შეუწყობს. 3-4 დღე ზედიზედ დალიეთ, შემდეგ ერთი კვირა შეისვენეთ და კვლავ გაიმეორეთ. უფრო ძლიერი ეფექტის მისაღებად სპეციალური მასაჟი გაიკეთეთ და ფიზიკური ვარჯიშები შეასრულეთ.

სისხლში შაქრის მაღალი შემცველობის დროს ხალხური მედიცინა გირჩევთ, რომ 5 დაფნის ფოთოლი 1 ჭიქა მდუღარე წყალში მოხარშოთ, 1 დღე თერმოსში დააყენოთ და დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიოთ. კურსი 2-3 დღე ჩაიტარეთ.

თუ კბილის ტკივილი გაწუხებთ, დაფნის ფოთოლის ნახარშით პირის ღრუ გამოივლეთ.

თავის ტკივილის დროსაც დაგეხმარებათ – საკმარისია ორთქლით დამუშავებული დაფნის ფოთოლი საფეთქლებზე დაიდოთ. შეგიძლიათ ყურებზე დაიდოთ, რომ შეშუპება გაიქროთ.

შაქრიანი დიაბეტის, ტუბერკულოზის, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ დაფნის ნაყენი მიიღეთ: 30-40 ფოთოლს 0,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით. 2 ს/კ ნაყენი დილით, უზმოზე და დღის განმავლობაში 3-4-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ.

მტკივნეული სახსრების დროს დაფნის ფოთოლი უბრალოდ შეუცვლელია. მისი ნახარში მარილის დაგროვებას მოგაშორებთ: 17-18 ფოთოლს 1,5 ჭიქა წყალი დაასხით, სუსტ ცეცხლზე 5 წუთით ადუღეთ, შემდეგ 3-4 საათით თერმოსში დააყენეთ და გადაწურეთ. მკაცრად 8-დან 20 საათამდე, საათში 2 ს/კ ნაყენი დალიეთ. მკურნალობის კურსი 3 დღე ჩაიტარეთ. 3 კვირიანი შესვენების შემდეგ გაიმეორეთ.

დაფნის ფოთოლის ნახარში იმუნიტეტს ზრდის. 5 გრ (დაახლოებით 15 ცალი) ფოთოლს 300 მლ წყალი დაასხით, ადუღებამდე მიიყვანეთ, 5 წუთით ხარშეთ, შემდეგ 3-4 საათით თერმოსში დააყენეთ და გადაწურეთ. დღის განმავლობაში თითო სუფრის კოვზით დალიეთ. კურსი – 3 დღე, 2 კვირაში გაიმეორეთ.

საყმაწვილოს, ყურის და თავის კანის ჩირქოვანი დაავადების დროს ამ ნახარშით თავი დაიბანეთ.

ყურებში შუილის დროს 2 ს/კ დაქუცმაცებული დაფნის ფოთოლი 1 ჭიქა მდუღარე წყალში მოხარშეთ, 2 საათით თერმოსში დააყენეთ და გადაწურეთ. თბილი ნაყენით ყურები გაიწმინდეთ და 3-4 წვეთი დღეში 3-ჯერ ჩაიწვეთეთ. ამის შემდეგ ყურებში ბამბის ტამპონი ჩაიდეთ.

დაფნის ფოთოლის ნაყენი

3 დაფნის ფოთოლს 300 მლ წყალი დაასხით. ადუღებამდე მიიყვანეთ და კიდევ 5 წუთით ხარშეთ. მიღებული სითხე ფოთლებთან ერთად თერმოსში ჩაასხით და 4 საათით დააყენეთ. ნაყენის მთელი მოცულობა 3 დღის განმავლობაში დალიეთ. 1 ს/კ ჭამამდე 10 წუთით ადრე დალიეთ. თუ ზედმეტი დაგრჩებათ, გადაასხით, მაგრამ კურსი არ გააგრძელოთ.

აღსანიშნავია, რომ დაფნის ფოთლით წონაში დაკლებამ არ უნდა გაგიტაცოთ. დოზის გადაჭარბება ხომ მით უმეტეს არ შეიძლება. დაფნის ფოთოლი სასარგებლო და ეფექტურია, მაგრამ მხოლოდ ორგანიზმის გასაწმენდად. წონაში დაკლებას კი დაბალანსებული კვებით და ჯანსაღი ცხოვრების წესით შეძლებთ.

Facebook კომენტარები
Exit mobile version