როგორ ავირჩიოთ სწორი საზამთრო: ხრიკები ფერმერისგან და მისი ჯანმრთელობის სარგებელი!!
საზამთრო...
ყველას უყვარს ეს უზარმაზარი ზურმუხტისფერი ვარდისფერი კენკრა.
შეიძლება ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ საზამთროს მხოლოდ 87%-ს შეადგენს წყალი. დანარჩენი ელემენტებია შაქარი, ვიტამინები და მიკროელემენტები. მთავარი შემადგენელია ვიტამინი С, В ჯგუფის ვიტამინები (უმეტესად - В1 და В2), ვიტამინი PP და ფოლის მჟავა. მიკროელემენტებიდან კი მასში შედის კალიუმი და მაგნიუმი.
მედიკოსები საზამთროს მოხმარებას ურჩევენ თირკმლისა და ღვიძლის პრობლემების მქონე ადამიანებს, ასევე გულის უკმარისობითა და ჰიპერტონიით დაავადებულებს. თუმცა ზომიერება, ცხადია, ყოველთვის უნდა იყოს დაცული.
საზამთრო კარგად უმკლავდება დისბაქტერიოზს და დადებითად მოქმედებს ერითროციტების წარმოქმნაზე.
საზამთროს უკუჩვენებები:
საბედნიეროდ, ამ გემრიელი ნაყოფის პირდაპირი უკუჩვენებები ჯერ კიდევ არ არის გამოვლენილი. მაგრამ ექიმები მაინც გვირჩევენ ზომიერება შევინარჩუნოთ და არ მივირთვათ დღეში 2 კილოგრამზე მეტი. ხოლო მათ, ვისაც ნაღვლის ბუშტი, პიელონეფრიტი, ჰეპატიტი ან მწვავე გლომერულონეფრიტი აწუხებთ, საზამთროს დღიური ნორმა სასურველია იყოს არაუმეტეს 200 - 300 გრამი.
საზამთროს არჩევა:
ზოგჯერ გვეჩვენება, რომ კარგი ნაყოფის არჩევა ძალიან რთულია და მხოლოდ, მაგალითად, ჩვენს ბაბუას, მებაღეს, შეუძლია ამის გაკეთება. მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი არც ისე რთულია, რადგან ამ ზოლიანი ნაყოფის სიმწიფის დადგენა შესაძლებელია გაწვრთნილი თვალის გარეშე და ქერქის მოცილების გარეშეც კი. სწორედ ამ მიზნით ჩვენ შევკრიბეთ ნიშნები, რომლითაც ფერმერები ჩვეულებრივ ადგენენ, რომ საზამთროს შიდა მხარე წვნიანი და გემრიელია.
1. ყურადღება მიაქციეთ წონას და არა ზომას:
ზომის მიხედვით ნუ შეარჩევთ საზამთროს. აუცილებლად აიღეთ ხელში და წონა შეამოწმეთ. თუკი ზომასთან შედარებით მსუბუქად მოგეჩვენებათ, მასზე ნუ შეაჩერებთ არჩევანს. რაც უფრო მძიმეა - მით უკეთესი.
ყურადღება მიაქციეთ ხმას:
ყიდვის წინ საზამთროზე „დააკაკუნეთ“. თუკი ყრუ, ხშულ ხმას გაიგონებთ, საზამთრო დაუმწიფებელი ან გადამწიფებულია.