საღეჭი რეზინი არყის ქერქისგან, ჩვენი ბებიების რეცეპტის მიხედვით!
არყის საღეჭი რეზინი ძალიან კარგია ღრძილებისა და კბილებისთვის და რა თქმა უნდა ჯობია ყველა მაღაზიაში შეძენილ საღეჭი რეზინს. სხვათა შორის, ეს საღეჭი რეზინი ასევე ზრდის ორგანიზმის ეფექტურობას და ხსნის დაღლილობას. გარდა ამისა, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ხსნის სტრესს.
ახლა მივხვდი, რომ სახლში საღეჭი რეზინის დამზადების ყველაზე გონივრული გზა ბებიაჩემის შემოთავაზებული მეთოდი იყო. ჩვენ ის არყის ქერქისგან დავამზადეთ და ეს იყო ყველაზე ჯანსაღი და ეკოლოგიურად სუფთა რეზინა, რაც კი ოდესმე გამისინჯავს.
არყის ქერქის ზოლები დავჭერით კვადრატებად 2-ზე 2 სმ, გავყავი თხელ, თითქმის გამჭვირვალე ზოლებად, 1:1 თანაფარდობით ავურიე გამდნარ კარაქთან და მთელი ღამე ვშუშავდით ღუმელში დაბალ ცეცხლზე შავი ბლანტიანი სურნელოვანი მასის მიღებამდე. შემდგომ დაახლოებით 0,5 სმ ფენით დავასხით ცვილის ქაღალდზე, გავაშრეთ, შემდეგ ავაძრეთ ქაღალდიდან და დავჭერით საღეჭი რეზინის ზომის პატარა ბალიშებად.
მიღებული შავი და ერთი შეხედით მაგარი მასა საოცარი არყის ხის ქერის საღეჭი რეზინია. დაღეჭვის დროს ნელ ნელა ის უფრო რბილდება, რაიმე სპეციგიკური დამახასიათებელი გემო არ გააჩნია მაგრამ უნდა ვაღიაღოთ რომ საოცრად სასარგებლო და ჯანსაღი პროდუქტია.
უბრალოდ გირჩევთ თქვენც სცადოთ მისი მომზადება!