ღვიძლთან და ნაღვლის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემების დროს (თუ დიაგნოზი ქოლეცისტიტია), სცადეთ ეს ძველებული ხალხური რეცეპტი:
აიღეთ 1 კგ გარეცხილი, კანიანი კარტოფილი, დაასხით 6 ლ წყალი და ხარშეთ თავდახურული ძალიან ნელ ცეცხლზე, 4 საათის განმავლობაში. შემდეგ ოდნავ მარილი მოაყარეთ და ნახარშშივე გააკეთეთ პიურე, რომელიც ძალიან თხევადი უნდა გამოვიდეს.
ამის შემდეგ, გააჩერეთ ქვაბი რამდენიმე საათით, პიურე რომ დაილექოს. ზემოდან გაჩნდება გამჭვირვალე სითხე – სწორედ ის გვჭირდება ჩვენ. ფრთხილად ამოიღეთ ან გადაღვარეთ ეს წვენი სხვა ჭურჭელში და 2 ს.კ. მიირთვით დღეში სამჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 1 თვის განმავლობაში.
ასეთი თერაპია განაახლებს ღვიძლს, გამოდევნის ჭარბ სითხეს ორგანიზმიდან, არეგულირებს ნაღველდენას გვერდითი მოვლენების გარეშე.
ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის გასაჯანსაღებლად, აგრეთვე, იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ეფექტურია ასეთი ხერხიც:
- დილით, უზმოზე მიიღეთ 1 ჩ.კ. ჭეო (ესაა მეფუტკრეობის პროდუქტი, რომელსაც თაფლის გამყიდველები ყიდიან). ჭეო უნდა ჩაწუწნოთ პირის ღრუში, არაფერი დააყოლოთ, დასრულებიდან 20-30 წუთში შეგეძლებათ სასმელ/საკვების მიღება. სიმსივნის ან აუტანლობის არსებობის შემთხვევაში, ჩაანაცვლეთ ჭეო მსხვილად დაფქული ბაყაყურათი (აფთიაქში იპოვით).
- აიღეთ ორ-ორი წილიგვირილას ყვავილები, დიდი მრავალძარღვას ფოთლები, პიტნის ბალახი, თითო წილი კრაზანა და ფარსმანდუკი. 1 ს.კ. ამ ბალახოვან მასას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი დააყენეთ 30 წუთით და გადაწურეთ. ეს ნახარში დღის მეორე ნახევარში უნდა მიიღოთ. მიირთვით ცარიელ კუჭზე და საკვები არანაკლებ 20-30 წუთის შემდეგ მიიღეთ.
მოკლედ, დილით, ჭამამდე მიიღეთ ჭეო, ხოლო შემდეგ, დღეში ორჯერ – ბალახეული ნახარში. 1 თვის განმავლობაში მიიღეთ, შეისვენეთ 1 კვირით და კიდევ ერთთვიანი კურსი გაიმეორეთ.