vap.ge

აბზინდას უნიკალური სამკურნალო თვისებები!!  ინფორმაცია რომელიც აქამდე არ იცოდით!

აბზინდას უნიკალური სამკურნალო თვისებები!!  ინფორმაცია რომელიც აქამდე არ იცოდით!

იცოდით თუ არა, რომ სამკურნალოდ გამოიყენება აბზინდის  ღეროები, ყვავილები და ფესვებიც კი. საუკეთესო ეფექტი აქვს ნედლ აბზინდას, მაგრამ არანაკლებ სასარგებლოა ხმელიც. გრილსა და ბნელ ადგილას ის ორი წლის განმავლობაში შეგვიძლია შევინახოთ.

აბზინდის პრეპარტები აძლიერებენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვლების ფუნქციას, აუმჯობესებენ მადასა და საკვების მონელებას; ხელს უწყობენ საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას და ნაღვლისა და კუჭქვეშა ჯირკვლის წვენის გამოყოფას.

ამიტომაც აბზინდას იყენებენ საჭმლის მონელების დარღვევის, მაღალი მჟავიანობის, მუცლის ტკივილის, გასტრიტის, მეტეორიზმის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების, ანემიის დროს. აბზინდის ნაყენი ან ფხვნილი აძლიერებს კუჭის წვენის გამოყოფას, აქრობს უსიამოვნო სუნს პირიდან.

აბზინდის წვენი ხელს უწყობს სისხლდენის შეჩერებას. აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, კარგია სისხლჩაქცევებისა და დაჭიმულობისგან გასათავისუფლებლად, ასევე ხსნის დაძაბულობას. გამოიყენება დამწვრობის, ეგზემის, რევმატიზმისა და ასთმის სამკურნალოდ. თვალის ანთების სამკურნალოდ და მაშინაც, როცა სისხლჩაქცევები და რევმატიზმები გაწუხებთ. კარგია მისი ლოსიონები და კომპრესები.

აბზინდას აქვს სხვადასხვა დაავადებების შედეგად დასუსტებული და დანგრეული ორგანიზმის აღდგენის უნარი. ის არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, ხელმისაწვდომი და ბუნებრივი საშუალება ჩირქოვანი ინფექციების, წვრილი ნაწლავის, ღვიძლის, ნაღველისა და კანის დაავადებების, ალერგიის, ჭინჭრის ციების, ეგზემის, ფსორიაზისა და ასე შემდეგ, სამკურნალოდ.

თქვენი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო იქნება აბზინდის ნაყენის აბაზანები, რაც ასე მზადდება: ერთ ჩაის კოვზ ბალახს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, დატოვეთ ათი წუთი და შემდეგ დაამატეთ აბაზანის წყალს.

აბზინდის ნახარშს და ნაყენს იყენებენ გამოჯანმრთელების პერიოდში. აბზინდა ტკივილგამაყუჩებელია ძარღვების დაჭიმვის, ამოვარდნილობის, მსხვილი ნაწლავის სპაზმისა და ანთების დროს.

მის ნაყენს იყენებენ კრუნჩხვების საწინააღმდეგოდ, ხოლო მის წვენს – ბრონქიალური ასთმის, ეგზემის, რევმატიზმის, ნაღველკენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ, ასევე უძილობისას. ნიკრისის ქარისა და რევმატიზმების დროს იკეთებენ აბაზანებს.

როგორ გამოიყენება?

10 გრამ დაქუცმაცებულ მცენარეს (1 სუფრის კოვზი ხელგადასმული) დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი თერმოსში. გააჩერთ 30 წუთი. შემდეგ გადაწურეთ. მიიღეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე ერთი სუფრის კოვზის ოდენობით. შეინახეთ ცივ ადგილას.

აბზინდის მიღება დიდი ხნის განმავლობაში არ შეიძლება, რადგან მასში შემავალი შხამიანი ნივთიერებები, შეიძლება ორგანიზმში დაგროვდეს და ადამიანი მოიწამლოს. მკურნალობის კურსის ჩატარება არ შეიძლებ ერთ თვეზე მეტხანს. კურსებს შორის კი შესვენება 1–2 თვე უნდა იყოს.

აბზინდის მიღება არ შეიძლება კუჭის წყლულის, ინდივიდუალური აუტანლობის, ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს, სისხლდენისას, თირკმელების უკმარისობისას, ღვიძლის მძიმე დაავადებებისას.

კურსის დაწყებამდე სასურველია კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები
Exit mobile version