vap.ge

ბროწეულის 10 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ აქამდე არ გსმენიათ. ყურადსაღებია

ბროწეულის 10 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ აქამდე არ გსმენიათ. ყურადსაღებია

ბროწეული– ხის ნაყოფი, რომელიც აფროდიტემ კიპროსზე დარგო. ჩვენ მის 10 სასარგებლო თვისებაზე მოგიყვებით.

1. ჰორმონების აქტივიზაციას უწყობს ხელს
ზეთები, რომლებსაც ბროწეულის კურკები შეიცავენ, ორგანიზმში ჰორმონალურ ბალანსს აღადგენენ. ამიტომ ბროწეულის ჭამა რეკომენდირებულია მტკივნეული მენსტრუალური ციკლის, თავის ტკივილების, ან კლიმაქსის დროს.

2. ბუნებრივი ინსულინი
თურმე, დიაბეტის დროს ბროწეულის ჭამა, აკრძალული არ არის და მისი წვენის ½ ჩ/კ–ის დღეში 4–ჯერ ჭამამდე მიღება, სისხლში შაქრის დონეს ამცირებს.

3. ჰემოგლობინის აწევა
ბროწეული ცნობილია, როგორც ანემიასთან ბრძოლის კარგი საშუალება. ბროწეულის წვენი წყალს შეურიეთ და საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე ჭიქის 0,5 მიიღეთ დღეში 3–ჯერ, 2 თვის განმავლობაში.

4. პირის ღრუს და ყელის დეზინფექცია
ანგინის, ფარინგიტის და სტომატიტის დროს, ბროწეულის წვენის, ან მისი ქერქის ნახარშის, პირის ღრუში და ყელში გამოვლებაა რეკომენდირებული.

5. წნევის დაწევა
ჰიპერტონიის დროს, ბროწეულის მარცვლები ნამდვილი განძია. მათ იყენებენ არტერიული წნევის დაწევის დროს.

6. კოსმეტიკური საშუალება
თუ ცხიმიანი სახის კანი, ან გამონაყარი გაქვთ, ამ ნიღბის გამოყენებაა რეკომენდირებული: აიღეთ ოდნავ შემწვარი და დაფხვნილი ბროწეულის ქერქი და ნაღების კარაქს, ან ზეითუნის ზეთს შეურიეთ. ეს საკმაოდ კარგი საშუალებაა.

7. ამცირებს ანთებას
ბროწეულის ქერქის ნახარში სხვადასხვა ანთებითი დაავადების (თირკმელების, ღვიძლის, ყურების და თვალების, სახსრების) დროს ძალიან სასარგებლოა.

როგორ მოვამზადოთ?
2 ჩ/კ ბროწეულის დაქუცმაცებულ ქერქებს, 1 ჭიქა ცხელი წყალი დაასხით, წამოადუღეთ ორთქლის აბანოზე 30 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ, და ადუღებული წყალი დაუმატეთ. მიიღეთ ამ ნახარშის 50 გრამი დღეში 2–ჯერ, ან 3–ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

8. ბროწეული რადიაციის წინააღმდეგ
მათთვის, ვინც რადიოაქტიულ იზოტოპებთან მუშაობს, ან ცხოვრობს ტერიტორიაზე, სადაც რადიაციის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, ბროწეულის წვენი რაციონის უმთავრესი ელემენტია.

9. ჭიის საწინააღმდეგო საშუალება
ჭიისგან გასათავისუფლებლად, 40- 50 გრამ დაქუცმაცებულ ქერქს დაასხით 400 გრამი ცივი წყალი, გააჩერეთ 6 საათი, შემდეგ აადუღეთ დაბალ ცეცხლზე სანამ ნახარში არ განახევრდება. გააგრილეთ, გადაწურეთ და 1 საათის განმავლობაში მიირთვით პატარა პორციებით. 1 საათის შემდეგ საფაღარათო საშუალება დალიეთ, ხოლო 4-5 საათის შემდეგ გაიკეთეთ ოყნა.

10. დიარეის დროს
ბროწეულის ქერქს და მარცვლებს შემკვრელი თვისება აქვთ, ამიტომ მათ დიარეის, კოლიტის და ენტეროკოლიტის დროს იყენებენ. უფროსებმა გამომშრალი, დაქუცმაცებული ქერქის მწიკვი ჭამის შემდეგ 3 ჯერ დღეში უნდა მიიღონ, ბავშვებისთვის კი, სასარგებლოა წყლით გაზავებული ახალგამოწურული ბროწეულის წვენის დალევა– პორციის ½ წყალი უნდა იყოს.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vap.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები
Exit mobile version