vap.ge

რა თქმა უნდა ვიცით, რომ იოდს საკმაოდ დიდი სამკურნალო ძალა გააჩნია, მაგრამ ამას თუ მკურნალობდა ეგ ნამდვილად არ ვიცოდი. .!

რა თქმა უნდა ვიცით, რომ იოდს საკმაოდ დიდი სამკურნალო ძალა გააჩნია, მაგრამ ამას თუ მკურნალობდა ეგ ნამდვილად არ ვიცოდი. .!

ამა თუ იმ დაავადებისგან სწრაფად განკურნება ზოგჯერ თურმე ჩვეულებრივი საშუალებებითაც შესაძლებელია. ასეთია იოდის სპირტხსნარი. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ იოდი ჭრილობის გარდა კიდევ რამეს უხდებოდა!

ცხადია, ვიცოდი, რომ მტკივან ადგილას კეთდება იოდის ბადე; ვიცოდი ისიც, რომ თუ გინდა გაიგო,გაქვს თუ არა იოდის დეფიციტი, უნდა დააკვირდე, რამდენად სწრაფად ქრება კანიდან იოდის ბადე — თუ სწრაფად გაქრა, მაშასადამე, ორგანიზმში იოდის დეფიციტია.

მაგრამ იმის შესახებ, რომ იოდი აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, არასოდეს გამეგონა. ერთხელ მეგობრებთან ერთად რამდენიმე დღით სალაშქროდ წავედი.გზაში საშინელმა წვიმამ მოგვისწრო და გვარიანადაც გავცივდი. საველე აფთიაქში აღმოგვაჩნდა მუცლისა და თავის ტკივილის ტაბლეტები, საგულე საშუალებები, კალიუმის პერმანგანატი და იოდი, მეტი არაფერი.

არადა, გაციების ყველა ნიშანი მეტყობოდა: ყელში მფხაჭნიდა, მაცემინებდა, ცხვირში მწიწკნიდა.

ერთმა ჩემმა მეგობარმა აიღო იოდის ბოთლი, მთხოვა, ფეხზე გამეხადა, წამისვა იოდი ქუსლებზე და დასაძინებლად გამიშვა. დილით გაციების ნიშანწყალიც აღარ მეტყობოდა.

აღმოჩნდა, რომ იოდს ჯერ კიდევ ომის დროს იყენებდნენ ორგანიზმის ბრძოლის უნარის ასამაღლებლად.

მოგვიანებით ეს მეთოდი კიდევ რამდენჯერმე გამოვიყენე დიდი წარმატებით და გადავწყვიტე, რომ გაციების ეს მარტივი და სანდო წამალი ყველამ უნდა იცოდეს. ამიტომ ნუ დაიზარებთ და ახლავე გამოიყენეთ ეს უმარტივესი საშუალება!!

Facebook კომენტარები
Exit mobile version