მეგობრებო იცოდით თუ არა, რა იწვევს ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას და როგორ ავირიდოთ თავიდან ეს დაავადება ?! ჩვენ მოგახსენებთ ამის შესახებ. .
ალბათ უკვე არა ერთხელ გსმენიათ, რომ იოდის დეფიციტი იწვევს დღევანდელ დღეს საკმაოდ გავრცელებულ დაავადებას – რასაც ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას უწოდებენ. თან კვლევებით დადგენილია, რომ ამ დაავადების მიმართ ქალბატონები ბევრად მიდრეკილნი არიან, ვიდრე მამაკაცები.
და რაც ასევე მნიშვნელოვანი დეტალია 90% შემთხვევაში დაავადების დადგენა ხდება ვიზუალურად: კისრის ვიზუალური სახის შეცვლა (გასქლება), დიდი ”ღაბაბი”. მას ასევე ახასიათებს მსუბუქი მშრალი ხველა, ყელის ტკივილი, ტკივილი მკერდის არეში, ლუკმის ყლაპვის შეფერხება, ქოშინი და ხმის ჩახლეჩა.
მართალია იოდის დეფიციტი ყველაზე ხშირად იწვევს ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას, მაგრამ მან შესაძლოა გამოიწვიოს სხვა მეტად სერიოზული დაავადებებიც. მისი გამოვლენა ხდება სრული სამედიცინო შემოწმების შედეგად. საჭიროა კონსულტაცისი გავლა ენდოკრინოლოგთან, პულმონოლოგთან, ნევროლოგთან და გასტროენეტეროლოგთანაც კი. ჩვენი მხრიდან კი გვინდა ყურადღება მივაქციოთ იმ პროდუტთა ჩამონათვალს, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობასთან.
შაქარი: მავნეა არა მხოლოდ ფარისებრი ჯირკვლისთვის, არამედ ბევრი სხა ორგანოსთვისაც. ფარისბრი ჯირკვლის აუტოიმუნური დაავადების მურნალობისას დიდი ყურადღბა ექცევა სიხლში შაქრის დონეს. მისი შემადგენლობის მქონე პროდუქტების ხშირი გამოყენება კი იწვევს ორგანოს გადატვირთვას, რაც შემდეგ იწვევს ინსულტის პროვოცირებას. ამიტომაც მეგობრებო ჩვენ გირჩევთ თავი აარიდოთ ტკბილი წვენების, გაზირებული ტკბილი სასმელების და ბევრი სხვა ტკბილეულის გამოყენებას. მათ არანაირი სარგებელი არ მოაქვთ თქვენი ჯანმრთელობისთვის, მხოლოდ ზიანი.
სოიო: ამ პროდუქტის სიაში აღმოჩენა ბევრს გაუკვირდება, რადგან ის ითვლება ჯანსაღი კვების პროდუქტად. სოიო ამცირებს სინთეტიკური ჰორმონების დონეს. თუ თქვენ ფარისებრი ჯირკვლის პრეპარატებს ღებულობთ, სოიო გამოიყენეთ მისი მიღებიდან მხოლოდ რამოდენიმე საათის შემდეგ. ორგანიზმში იოდის დეფიციტის დროს სოიოს შემადგენლობაში მყოფ იზოფლავონებს შეუძლიათ უფრო შეამცირონ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების უნარი.
ასევე სიაში მოხვდა შემწვარი პროდუქტები:
ნებისმიერი შემწვარი პროდუქტი არ არის სასარგებლო. აქ საქმე მხოლოდ ჭარბ წონაში არ არის, არამედ ის ნეგატიურად მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების გამომუშავებაზე. თუ თქვენ მიდრეკილი ხართ ფარისებრი ჯირკვლის დაავადებისკენ, მაშინ რაციონიდან უნდა ამოიღოთ ასეთი პროდუქტები. თუმცა ისედაც არ არის ცუდი რაციონში მისი შემცირება, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი პრობლემა.