vap.ge

მკითხველო როგორც კი გაეცნობით ამ ინფორმაციას, ყოველდღე დალევთ რეჰანის ჩაის ! აი რეცეპტიც, სასწაულია…

მკითხველო როგორც კი გაეცნობით ამ ინფორმაციას, ყოველდღე დალევთ რეჰანის ჩაის ! აი რეცეპტიც, სასწაულია…

მკითხველო დღევანდელ სტატიაში გვინდა გაგაცნოთ ინფორმაცია რეჰანის შესახება. რეჰანი მდიდარია ისეთი ეთერზეთებით, რომლებიც ძალიან კარგად უმკლავდებიან ინფექციებს. ასევე არეგულირებს უჯრედებში ქრომოსომების სტრუქტურას, მასში შემადგენელი სპეციალური ორგანული ნივთიერებების წყალობით.

გაგაცნობთ რამოდენიმე რეცეპტს რეჰანით, რომელიც ხალხურ მედიცინაში გამოიყენება

ნერვული დაძაბულობისა და თავის ტკივილის დროს: რეჰანის ჩაი არაჩვეულებრივი საშუალებაა დაღლილობის, სტრესის, აპათიისა და გაღიზიანების მოსახსნელად. ასევე აქრობს თავისა და სახსრების ტკივილს. მოხარშეთ რეჰანი და მიღებული სითხე დადგით 15–20 წთ. მაინც. მიღებული სასმელი შეგიძლიათ დალიოთ შაქრით, თაფლით და ლიმნით. უნდა მიიღოთ დღეში ორჯერ.

გულძმარვის, მოწამვლისა და გულისრევის დროს: რეჰანის ნაყენი ძალიან კარგად და ეფექტურად ხსნის სპაზმებს. ის არეგულირებს კუჭის მიკროფლორას. საკმაოდ ეფექტური საშუალებაა გასტრიტის დროს.

თვალისა და ყურის ანთების დროს

თვალის ანთების დროს გამოიყენეთ რეჰანის ნაყენი. 1 ჭიქა ადუღებულ წყალში ჩაყარეთ 1 ს.კ. მშრალი რეჰანი. როცა ხსნარი შეგრილდება, დღეში რამოდენიმეჯერ უნდა ჩამოიბანოთ თვალები.

რეჰანის ნაყენი ასევე გამოიყენება ყურის ანთების დროს, ის ძალიან კარგად უმკლავდება ყურის ტკივილს. 0,5 ლ. ცხელ წყალში ჩაყარეთ 2 ს.კ. რეჰანი და მიიყვანეთ ადუღებამდე ნელ ცეცხლზე. გააჩერეთ 10 წუთი. კომპრესი გაიკეთეთ ყოველდღე, სანამ ბოლომდე არ მოგვარდება პრობლემა. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ რეჰანის ეთერზეთი, რომელიც იყიდება აფთიაქებში. ზეთი ოდნავ უნდა შეათბოთ და ჩაიწვეთოთ ყურში 1–2 წვეთი.

პირის ღრუს ანთების, კბილის ტკივილისა და ყელის ტკივილის დროს: რეჰანის ფოთლები გამოიყენება კარიესის და კბილის ტკივილის დროს, მხოლოდ უნდა დაღეჭოთ რამდენიმე და გაიჩეროთ მტკივან ადგილზე. რეჰანის ფხვნილი გამოიყენება კბილის პასტად და ძალიან კარგად მოქმედებს პირის ღრუზე სიჯანსაღეზე. მისი ნაყენი კი 99% აქრობს იმ მიკრობებს, რომლებიც ხვდებიან ჩვენს პირის ღრუში. ენაზე, სასაზე ან კისერზე გაჩენილ დაზიანებებს მოგირჩენთ როგორც რეჰანის ნაყენის გამოვლება ასევე მისი ფოთლების ჩაღეჭვა.

Facebook კომენტარები
Exit mobile version