vap.ge

გპირდებით სახსრების ტკივილს სამუდამოდ დაივიწყებთ! მხოლოდ 2 აბი ანალგინისა და იოდის დახმარებაა საჭირო

გპირდებით სახსრების ტკივილს სამუდამოდ დაივიწყებთ! მხოლოდ 2 აბი ანალგინისა და იოდის დახმარებაა საჭირო

სახსრების პრობლემას დღეს დღეისობით, სამწუხაროდ, მოსახლეობის უმრავლესობა უჩივის, ეს კი პირდაპირ პროპორციული საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის არასწორი მუშაობასთანაა დაკავშირებული.

სწორედ ამიტომაც დღევანდელ სტატიაში გვსურს წარმოგიდგინოთ საშუალება რომელიც ეფექტურობითა და სიმარტივით ერთდროულად გამოირჩევა!

რეცეპტი 1 – თუ სახსრების პრობლემა გაწუხებთ, ერთ შუშა იოდში ჩააგდეთ ორი აბი ანალგინი. მეორე დილით ნაყენი უკვე გამჭირვალე იქნება და ამის შემდეგ უკვე გამზადებული ნარევი შეიზილეთ იმ ადგილებში სადაც გაწუხებთ სახსრები.

რეცეპტი 2 – რევმატიზმის პრობლემის დროს შეგიძლიათ მოამზადოთ ეს რეცეპტი: ნახევარი ჩაის ჭიქა არაყში შეურიეთ ერთი ჭიქა ნატურალური თაფლი და ასევე დაუმატეთ ერთნახევარი ჩაის ჭიქა ბოლოკის წვენი და ერთი სუფრის კოვზი მარილი. ყველა აღნიშნული პროდუქტი აურიეთ ერთმანეთში კარგად და მიღებული ნარევით დაიმასაჟეთ, დაიზილეთ, მტკივნეული ადგილები.

რეცეპტი 3 – აიღეთ შავი ბოლოკი და კარგად გახეხეთ სახეხზე. გახეხილი მასა გადაიტანეთ ტiლოს ნაჭერზე და დაიდეთ პრობლემატურ ადგილზე, რის შემდეგაც გადაიხვიეთ თბილად. ამ სეანსის 10-ჯერ გაკეთების შემდეგ თქვენ საერთოდ გაგივლით აღნიშნული პრობლემა და მარტივად, უმტკივნეულო, შეძლებთ მოძრაობას.

რეცეპტი 4 – რევმატული პოლიართრიტის დროს მტკივნეული ადგილები უნდა დაისუსხოთ ჭინჭრით, ხოლო მეორე დღეს ეს ადგილები ნავთის მეშვეობით გაიწმინდოთ. ეს უებარი მეთოდია ტკივილის თავიდან ასაშორებლად.

რეცეპტი 5 – რევმატიზმითა და პოდაგრით შეწუხებულ ადამიანებს ურჩევთ ანწლიდან გამოხდილი არაყი (რა თქმა უნდა ზომიერ ფარგლებში), ასევე ძალიან კარგია აღნიშნული პრობლემის დროს თუ მიიღებს პაციენტი დღეში 100გრ ნიგოზს.

რეცეპტი 6 – რადიკულიტის, მარილების დაგროვების, რევმატიზმის, სახსრების ანთების დროს უებარი საშუალებაა ადამის ფესვის სპირტიანი ნაყენია. აიღეთ 100გრ ადამის ფესვი და გახეხეთ კარგად, აღნიშნულ პროდუქტს დაასხით 250გრ არაყი (უმჯობესია სპირტი) და გააჩერეთ ერთი დღე. დროის გასვლის შემდეგ ნაყენი მზად არის გამოსაყენებლად. ნაყენის წასმისას თქვენ იგრძნობთ წვას, მაგრამ არ შეგეშინდეთ, ეს გვერდითი ეფექტია. ნაყენი აუცილებლად უნდა შეინახოთ გრილ და ბნელ ადგილას. გამოყენების შემდეგ მისი შედეგით ნამდვილად გაოცდებით.

Facebook კომენტარები
Exit mobile version