მკურნალი მცენარე, რომელიც ყველგან ხარობს. ის გიშველით ბრონქიტის, გასტრიტის, შეკრულობის და ძირმაგარას დროს…
მრავალძარღვა მცენარე, რომელიც ყველასათვის საკმაოდ კარგად ნაცნობია იზრდება თითქმის ყველგან.
მრავალძარღვას თესლი შეიცავს ლორწოს და გლიკოზიდ აუკუბინს, ფოთოლი— კაროტინს, ვიტამინსა და ფიტონციდებს. ფოთოლს ხმარობენ ჭრილობისა და წყლულის მოსაშუშებლად, ნაყენს — ამოსახველებელ საშუალებად, წვენს — გასტრიტისა და ენტერიტის სამკურნალოდ.
ეს მცენარე მართლაც რომ საოცარია, ყველგან ხარობს, მოვლა არ სჭირდება და უამრავ დაავადებას შველის. სწორედა ამიტომაც დღეს ჩვენ გაგიზიარებთ რამოდენიმე წამლის რეცეპტს, რომელსაც დაამზადებთ მისგან.
ჩირქოვანი ჭრილობისა და ძირმაგარას დროს: დაიფინეთ მრავალძარღვას კარგად გარეცხილი ფოთლის კომპრესი პრობლემურ ადგილას და გაიჩერეთ მთელი ღამით. დილით კი პრობლემური ადგილიდან ჩირქი ერთ ადგილას იქნება შეკრული, თუ ასე არიყო კვლავ დაიფინეთ მცენარის ახალი ფოთოლი.
ბრონქიტისა და ყივანახველის დროს:
300 გრ. გამომშრალ, დაქუცმაცებულ მრავალძარღვას დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი, შემდეგ გადაწურეთ. მიღებული სასმელი დალიეთ დღეში 2–ჯერ 1-2 ს.კ. როგორც ამოსახველებელი საშუალება
მომინანქრებულ ჭურჭელში ჩაყარეთ 2 ს.კ. გამომშრალ–დაქუცმაცებული მრავალძარღვა, დაასხით 200 მლ ცხელი წყალი და დაახურეთ თავზე. მიღებული სითხე ადუღეთ 30 წუთი წყლის აბაზანაზე. როცა შეგრილდება გადაწურეთ, შემდეგ საწყის მოცულობამდე შეავსეთ ანადუღარი წყლით და მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა დღეში 3-4 ჯერ, ჭამამდე 10-15 წუთით ადრე.
ქრონიკული შეკრულობისას:
2 ს.კ. მრავალძარღვას თესლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და მთელი ღამით დააყენეთ. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3-4 ჯერ.