vap.ge

ბუნებრივი და ეფექტური საშუალებები თირკმელების გასაწმენდად!!. .

ბუნებრივი და ეფექტური საშუალებები თირკმელების გასაწმენდად!!. .

თირკმლებში კენჭების დაგროვებისკენ მიდრეკილება ფაქტიურად ყველა ადამიანს აქვს. ქვების ფორმირების პერიოდი შეიძლება სრულიად შეუმჩნეველი და უმტკივნეულო იყოს, მაგრამ რატომ უნდა დაველოდოთ სიტუაციის გამწვავებას? როცა შეგვიძლია თირკმელების გაწმენდა, თან სრულიად უსაფრთხოდ, ბუნებრივი და ეფექტური საშუალებით.

თუმცა რამდენმა იცით, რომ თირკმელებში ქვების დაგროვება ხდება შემდეგი ფაქტორების გამო: 

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, A ვიტამინის ნაკლებობა, ცუდი ხარისხის წყლის მიღებით, ბევრი ხორც–პროდუქტების მიღებითა და თირკმელებში შეჭრილი ინფექციისდა გამო.

ისიც უნდა იცოდეთ, რომ არ შეიძლება თირკმელების გაწმენდა:  შარდსასქესო სისტემაში სიმსივნური პროცესების, გულის უკმარისობის დროს, ჰიპერტონიის, თირკმელების მწვავე ან ქრონიკული უკმარისობის დროს, ახლახანს გადატანილი ინსულტის ან ინფარქტის, მწვავე ინფექციური დაავადებების ან ქრონიკული დაავადებების გამწვავებისას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში.

ასევე არაა რეკომენდირებული თირკმელების გაწმენდა მაშინ, როცა გრძნობთ სულიერ დისკომფორტს, სტრესს, გადაღლას და ავადმყოფობის შემდგომ სისუსტეს.

დღეს ჩვენ კი გაგიზიარებთ რამდენიმე ხალხურ რეცეპტს თირკმელების გასაწმენდად.

 მოათავსეთ ჭურჭელში 2 ს.კ წვრილად დაჭრილი ასკილის ფესვი და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ გაფილტრეთ. უნდა მიიღოთ თბილი სახით, დღეში 3–ჯერ 1/3 ჭიქა 1–2 კვირის განმავლობაში. ეს ნახარში კარგია პატარა ქვების დროს.

1 ს.კ. გამხმარ ასკილის ნაყოფს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ მთელი ღამის მანძილზე თერმოსში. უნდა მიიღოთ 2 კვირის მანძილზე, დღეში 3–4 ჯერ 1/2–1/4 ჭიქა.

2–3 კვირის მანძილზე სვით ახლად გამოწურული ბოსტნეულის წვენები. დღის განმავლობაში რამდენიც მოგესურვებათ, სარამოს კი 37–38 ტემპერატურის აბაზანა გაიკეთეთ 15–20 წუთით.

10 ც. სტაფილო, 3 ც. კიტრი და 3 ც. ჭარხალი ან 9 ცალი სტაფილო, 2 კონა ნიახური და 1 კონა ოხრახუში.

ქვაბში მოათავსეთ 1 ს.კ. დაქუცმაცებული წითელი მოცვი და დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დაახურეთ თავსახური  და 30 წუთის მანძილზე ადუღეთ წყლის აბაზანაზე. მიღებული სითხე გაფილტრეთ და გააციეთ. უკვე გამზადებულ ნახარშს დაუმატეთ 250 მლ. მდუღარე წყალი და მიიღეთ 3 კვირის განმავლობაში დღეში 3–ჯერ 1 ს.კ.

ყურადღება! თირკმელების გაწმენდა მხოლოდ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ღვიძლის გაწმენდის შემდეგ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში,  ღვიძლის მუშაობის დარღვევა ახლახანს გაწმენდილი თირკმელების მომენტალურ დანაგვიანებას გამოიწვევს.

Facebook კომენტარები
Exit mobile version