რატომ ვლინდება უფორო ხშირად გულის დაავადებები შემოდგომაზე და როგორ ავიცილოთ თავიდან ესეთი შემთხვევები ? . .
გულსისხლძარღვთა დაავადებები მსოფლიოში ყველაზე გავრცელებულია, დიდია გულის შეტევით სიკვდილიანობის მაჩვენებელი. აღიარებული ფაქტია ისიც, რომ ეს დაავადება ისე უსიმპტომოდ შემოიპარება ადამიანი ვერც კი ხვდება.
ამისდა მიუხედავად საზოგადოება ექიმთან კონსულტაციებს მაინც გაურბის და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ნიშნავს შეხვედრას. უცნაურია, თუმცა ფაქტია ისიც, რომ კარდიოლოგებს გულის პრობლემებით ყველაზე ხშირად შემოდგომაზე სტუმრობენ.
ამერიკის გულის ასოციაციის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში ვკითხულობთ, რომ კვირაში 5-ჯერ ფიზიკური აქტივობა 30 წუთის განმავლობაში აუცილებელია. ასევე, მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება- ბოსტნეულის და ხილის მიღება და კვირაში ორჯერ თევზის მირთმევა. გულისთვის კარგია თხილეული და რძის ნაწარმიც.
ჯანრთელობაზე ძვირფასი მართლაც, რომ არაფერია, ამიტომ გაითვალისწინეთ ყველა რჩევა!