vap.ge

რამდენად სწრაფად და მარტივად შეიძლება თმის ცვენის შეჩერება? სუპერ ეფექტური რეცეპტები..!

რამდენად სწრაფად და მარტივად შეიძლება თმის ცვენის შეჩერება? სუპერ ეფექტური რეცეპტები..!

აღმოჩნდა, რომ არსებობს თმის ზრდის გამაუმჯობესებელი ბევრი მცენარეული საშუალება. მინდა, რამდენიმე მათგანის რეცეპტი
თქვენც გაგაცნოთ.

მანამდე კი გეტყვით, რომ ქალებსაც სცვივათ თმა იშვიათად, მაგრამ მაინც. ეს უსიამოვნება მეც შემემთხვა. რა არ ვიღონე — არაფერმა მიშველა. ბოლოს, ჩემდა ბედად, გავიცანი ერთი არაჩვეულებრივი ექიმი, რომელმაც ჩემი გასაჭირი გულთან მიიტანა და მომარჩინა.

ოროვანდის ნიღაბი: 75გ დაქუცმაცებულ ოროვანდის ფესვს დაასხით 200 გ ზეითუნის ან მზეზუმზირას ზეთი და ერთი დღე-ღამით დადგით სიბნელეში. შემდეგ 15წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე და გაფილტრეთ. მიღებული მალამო 1,5-2 თვის განმავლობაში ყოველდღე. შეიზილეთ გამელოტების კერებში.მკვებავი ნიღაბი მშრალი და ნორმალური თმისთვის: აიღეთ უმი კვერცხის გული,
ჩაის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 1 სუფრის კოვზი კონიაკი და 20-25 წვეთი გადადუღებული ცივი წყალი, ეს ყველაფერი გულდასმით აურიეთ ერთმანეთში, წაისვით თმაზე და ნახევარი საათის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ 1,5-2 თვის განმავლობაში.

ფარსმანდუკის ნიღაბი: 2 სუფრის კოვზი ფარსმანდუკი დააყენეთ 0,5 ლ წყალზე (ისე,
როგორც ჩანს ვაყენებთ) და ყოველდღე შეიზილეთ თმაში. გამელოტების კერებზე შეგიძლიათ დაიდოთ ნიღაბი: აიღეთ ახალგახეხილი ფარსმანდუკის ფოთლები და ყვავილები, იმავე ოდენობის ზეითუნის ზეთი და ერთმანეთში აურიეთ.

ჭინჭრის სავლები: 100 გ ჭინჭრის ფოთოლს დაასხით 0,5 ლ წყალში გახსნილი 0,5ლ
6%-იანი ძმარი. გააჩერეთ 4 საათს. ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე დაიბანეთ თავი ამ ნაზავით.

ფიჭვი: 500 გ ფიჭვის კვირტი, ქერქი და წიწვი მოხარშეთ 5ლ წყალში. შეიზილეთ ნახარში თმაში ან დაბანის შემდეგ გადაივლეთ თმაზე.

არყის ხის ნაყენი: 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ არყის ხის ფოთოლსა და კვირტს დაასხით 0,3 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 2 საათი, შემდეგ გაფილტრეთ. შეიზილეთ თმაში ყოველდღე.

ღვიის ნაყენი: ღვიის წიწვები, ფოთლები და ახალგაზრდა ყლორტები დააქუცმაცეთ
და მოამზადეთ ნარევი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 0,5 ლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ გაცივებამდე. ყოველდღიურად შეიზილეთ თმაში.

Facebook კომენტარები
Exit mobile version