vap.ge

გაიგეთ მეტი, რატომ უნდა მიიღოთ ყველი ყოველდღე და რა რაოდენობითაა ის რეკომენდირებული . .

გაიგეთ მეტი, რატომ უნდა მიიღოთ ყველი ყოველდღე და რა რაოდენობითაა ის რეკომენდირებული . .

შესაძლოა ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ ყველი სავსეა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცხიმებით და ცილებით, და სწორედ ამიტომაც მეცნიერების აზრით საჭიროა ის ყოველდღიურად მივიღოთ

მეტსაც გეტყვით ერთ ერთი ცნობილი კვების ექსპერტის თქმით ყველი  შეიაცავს საკმაოდ ბევრ სასარგებლო მკვებავ ნივთიერებას. თუმცა ხშირად ის დემონიზირებულია რადგან შეიცავს დიდი რაოდენობით მარილს, ცხიმებს და ამასთან ერთა საკმაოდ კალორიული პროდუქტია.ამ მოსაზრებას სხვა არა ერთი წამყვანი მეცნიერებიც ეთანხმებიან და განმარტავენ, რომ საკვების ცუდ და კარგ ჯგუფებად დაყოფა უბრალოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ასეთი მიდგომა 100%-ით ნატურალურ პროდუქტს, ისეთი როგორიც ყველია, უბრალოდ ცუდ რეპუტაციას უქმნის.

და მაინც რატომ უნდა მივიღოთ ყველი ყოველდღე?

მოდით ამ მიზეზების ახსნას დავიწყებთ იქიდან, რომ ყველი შეიცავს: ვიტამინებს A, B2, B6, B12, D და K.

ახლაკი დეტალურად გავეცნოთ ამ ვიტამინებს რა სასიცოცხლო დატვირთვაა აქვთ ჩვენი ორგანიზმისთვის:

A  ვიტამინი ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას; B2 ვიტამინი ნერვული სისტემისთვისაა სასარგებლო. ის ასევე კარგია თმისა და კანის გაჯანსაღებისთვის.

B6 ვიტამინი ხელს უწყობს ჰემოგლობინის წარმოებას; B12 ვიტამინი ხელს უწყობს ერითროციტების წარმოებას; D ვიტამინი აუცილებელია კალციუმის დონის დასარეგულიებლად და K ვიტამინი არეგულირებს სისხლის შედედების პროცესს.

ასევე დამატებით იმასაც გეტყვით, რომ ქსოვილების, უჯრედების და კუნთების ფორმირებისთვის აუცილებელია ცილები. ყველი კი საკმაოდ მდიდარი პროდუქტია ცილების შემადგელობით. განსაკუთრებით სასარგებლო ამ მხრივ არის ყველი ფეტა, რომელიც ყველაზე ნაკლებ ცხიმს შეიცავს. მოგეხსენებათ ცილები ასევე აუცილებელია ანტისხეულების და ჰორმონების წარმოებისთვის.

ყველი ასევე დიდი რაოდეობით შეიცავს კალციუმს, რომელიც აუცილებელია ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

ამიტომაც ყველი დიდ როლს თამაშობს ყბის ძვლის წარმოქმნაში და კბილების გამაგრებაში. ეს პროდუქტი კარგად ებრძვის კბილის ნადების გაჩენას, რადგან ხელს უწყობს პირის ღრუში PH დონის შემცირებას.

მაშ რა რაოდენობით მივიღოთ ყველი?

ჩვენი რეკომენდაციით ყოველდღიურ რაციონში, დღეში მხოლოდ 30 გრ. ყველი საკმარისია. თან ეცადეთ ნაკლებ ცხიმიანი პროდუქტი მიიღოთ.

Facebook კომენტარები
Exit mobile version