სელის თესლის ნახარში დაგეხმარებათ შეშუპების გაქრობაში და სისხლში შაქრის დონის დარეგულირებაში
სიამოვნებების სია, რომლის დროსაც სელის თესლის ნახარში დაგეხმარებათ, საკმაოდ ფართოა. ქვემოთ აღწერილი ყველა რეცეპტი სრულად ნატურალურია და რეგულარული გამოყენებისთვის გამოგადგებათ.
რეცეპტი 1: შეშუპების გასაქრობად
შეშუპების მოსაშორებლად ნახარში შემდეგი რეცეპტით მოამზადეთ.
- 4 ჭიქა სუფთა ან გალღობილი წყალი
- 4-5 ჩ/კ სელის თესლი (მთელი)
- ნახევარი ჩ/კ ლიმონის ცედრა
პატარა ქვაბში სელის თესლს წყალი დაასხით და სუსტ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ. საშუალება 10-15 წუთით ადუღეთ, შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით, თავსახური არ ახადოთ და გაგრილება აცადეთ.
მზა საშუალების გადაწურვა აუცილებელი არაა, რადგან მარცვლების წყალობით არა მხოლოდ სახის, ფეხის და ხელის შეშუპებას მოიშორებთ, არამედ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობას დაარეგულირებთ.
რეცეპტი 2: სისხლში შაქრის დონის დასარეგულირებლად
შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენეთ ნახარში, რომელიც ხალხური რეცეპტის მიხედვით უნდა მოამზადოთ.
2-3 ს/კ სელის თესლი ყავის საფქვავში დაფქვით, შემდეგ ქვაბში ჩაყარეთ და 2 ჭიქა, ოთახის ტემპერატურის სუფთა წყალი დაასხით. ახლა ნარევი საშუალო ცეცხლზე დადგით და 5-10 წუთით ადუღეთ. თავსახური არ ახადოთ. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და გაგრილება აცადეთ. 5 წუთში ნარევს 1 ჩ/კ დარიჩინი დაუმატეთ და კარგად აურიეთ. მზა ნახარში დღეში ერთხელ, ჭამამდე 1 საათით ადრე დალიეთ. ერთი კურსის ხანგრძლივობა – 1 თვე.