vap.ge

სასწაულმოქმედი სამკურნალო მცენარე, რომელსაც გამოიყენებთ ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა: წითელი ქარი, ტუბერკულოზი და ასევე…

სასწაულმოქმედი სამკურნალო მცენარე, რომელსაც გამოიყენებთ ისეთი დაავადებების დროს როგორიცაა: წითელი ქარი, ტუბერკულოზი და ასევე…

ჩვენო ერთგულნო მკითხველნო დღევანდელ სტატიაში გვსურს უკეთ გაგაცნოთ ერთ ერთი გამორჩეული სამკურნალო მცენარე - "ვირისტერფა". მან ხალხურ მედიცინაში საკმაოდ დიდი ხნის წინ მოიოვა ადგილი და უკვე არაერთხელაა გამოყენებული ისეთი სერიოზული პრობლემების დროს, როგორიცაა : სასუნთქი გზები პრობლემები, ბრონქული ასთმა, ფილტვების განგრენა, ქრონიკული ხველა და ა.შ

თუმცა მისი სამკურნალო ძალა აქ როდის მთავრდება! ცნობილია ისიც, რომ "ვირისტერფა" ასევე ეფექტური მკურნალია გასტრიტის, ღვიძლის და თირკმელების ანთების დროსაც კი.

ამ ინფორმაციების ფონზე კი ალბათ ყველასათვის თანაბრად სასურველი იქნება ის რამოდენიმე ხალხური, ტრადიციული რეცეპტი რომლის მომზადებაც სახლის პირობებშიც კი უმარტივესია.ტუბერკულოზის დროს:

მკურნალობის კურსის გასაძლიერებლად სხვა საშუალებებთან ერთად მიიღეთ "ვირისტერფას"ნაყენი. ნორჩი ფოთლებისგან დაწურულ 2 ჭიქა წვენს დაუმატეთ 1 ჭიქა შაქარი, კარგად აურიეთ და შეინახეთ ბნელ ადგილზე. უნდა მიიღოთ დღეში 4-5 ჯერ 1 ს.კ.
იმუნიტეტის გასაძლიერებლად:

ასევე ნორჩი ფოთლებისგან დაწურეთ წვენი და შეინახეთ მაცივარში. უნდა მიიღოთ დღეში 5-6 ჯერ 1ს.კ. 7-10 დღის მანძილზე. ეს მეთოდი ეფექტურად დაგეხმარებათ იმუნიტეტის გაძლიერებაში.

დაავადება "წითელი ქარი":

"წითელი ქარის" დროს ეფექტურია როგორც ნორჩი ფოთლების, ასევე გამომშრალი და დაფშხვნილი ფოთლების კომპრესები. კომპრესებთან ერთად ეფექტურია ასევე ნაყენის მიღება: 10 გრ. გამომშრალ ან ნორჩ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა ადუღებული წყალი, დააფარეთ თავსახური და დადგით გაგრილებამდე. უნდა მიიღოთ 1 ჩ.კ. დღეში 3-4 ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

გულძმარვა:

ასევე გულძმარვის დროსაც უებარი და სწრაფმოქმედი საშუალებაა ვირისტერფას ნაყენი. აიღეთ თანაბარი რაოდენობით ვირისტერფას ფოთოლი და ყვავილი. 1 ს.კ. დაქუცმაცებულ ვირისტერფას ნარევს დაასხით 1 ჭიქა წყალი, გააჩერეთ 30 წუთი და გადაწურეთ. უნდა მიიღოთ ნახევარი ჭიქა ნაყენი.

მხედველობა და ხველა:

იცოდით რომ დღეში 2-3 ჯერ "ვირისტერფას: ჩაის მიღება საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ მხედველობას? ხოლო ხველების შემთხვევაში მალევე გაქრება სიმპტომები. ამიტომ ახლავე დაიწყეთ მისი გამოყენება

გასაოცარია, ეს მცენარე თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებებაშიც დაგეხმარებათ!

მოწევისთვის თავის დასანებებლად ვირისტერფას დაქუცმაცებულ ფოთლებს გადაურიეთ ცოტაოდენი დაქუცმაცებული ნიორი და მოწიეთ. დიახ, სწორედ წაიკითხეთ! ეს არასტანდარტული მაგრამ ეფექტური მეთოდი დაგეხმარებათ ძალიან მცირე დროში მავნე ჩვევისგან განთავისუფლდეთ. ეფექტს თავადვე გამოსცდით. .

და სანამ ამ მცენარის გამოყენებას გადაწყვეტთ გაითვალისწინეთ! არ შეიძლება ვირისტერფას სამკურნალო საშუალებების ხანგრძლივი პერიოდით მიღება. ასევე არ შეიძლება 2 წლამდე ბავშვებისთვის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

აკრძალულია ალკოჰოლიზმისა და ღვძლის დაავადებების დროსაც.

რა უკუჩვენება შეიძლება გამოიწვიოს ვირისტერფას სამკურნალო საშუალებამ?

მოულოდნელი სიყვითლე, ციებ-ცხელება, მადის დაკარგვა, მუცლის ტკივილი, ღებინება და დიარეა.

Facebook კომენტარები
Exit mobile version