vap.ge

დაამზადეთ შამპუნი საჭმელი სოდისგან და გაიზარდეთ თმა სწრაფად და მარტივად!

დაამზადეთ შამპუნი საჭმელი სოდისგან და გაიზარდეთ თმა სწრაფად და მარტივად!

საჭმელი სოდას რომ თავის მოვლაში მნიშნელოვანი ადგილი უჭირავს, ეს უკვე იცით. მისი გამოყენება საოცარ შედეგს გვაძლევს როგორც სახზე, ხელებზე, ფეხებზე და, მათ შორის, თმაზეც.

დღეს გასწავლით შამპუნის დამზადებას საჭმელი სოდით, რომელიც თქვენი თმის გაჯანსაღებას და გაზრდას შეუწყობს ხელს. ეს სასწაულმოქმედი საშუალება თქვენი თმის ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და გამოდევნის შამპუნისა და ბალზამის მიერ დატოვებულ მავნე მინარევებს, რაც თქვენს თმას ბზინვარებას და სიჯანსაღეს შესძენს. ამ საშუალების გამოყენება შეგიძლიათ ჩვეულებრივი შამპუნის ნაცვლადაც კი.

ამ შამპუნის ეფექტი, შესაძლოა, პირველივე ცდაზე არ მოგეწონოთ, რადგან ჩვეულებრივი შამპუნისგან განსხვავებით არ ქაფდება, თუმცა მის ეფექტურობაში რამდენიმე პროცედურის შემდეგ დარწმუნდებით.

  1. პატარა ბოთლში აურიეთ სოდა და წყალი 1:3 – ზე პროპორციით.
  2. ინგრედიენტების რაოდენობა თმის სიგრძის მიხედვით გასაზღვრეთ. ანუ, თუ გრძელი თმა გაქვთ, აიღეთ 3 სუფრის კოვზი სოდა და 9 სუფრის კოვზი წყალი და შეურიეთ ერთმანეთს.
  3. ნარევი სველ თმაზე წაისვით, თმის ძირებიდან ბოლოების მიმართულებით და გაიჩეროთ 1-3 წუთი. შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
  4. პროცედურის შემდეგ თმა ვაშლის ძმრით დაიბანეთ. ვაშლის ძმარი და წყალი 1:4 – ზე პროპორციით შეაზავეთ.

თუ ამ პროცედურას სისტემატიურად გაიმეორებთ, საოცარ შედეგს 1 თვეში მიაღწევთ.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. თქვენ მიიღებთ სასარგებლო და საინტერესო რჩევების ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ. რაც მთავარია, ჩვენს მიერ შემოთავაზებული რჩევები მთლიანად ეფუძნება ნატურალურ და ხალხურ მეთოდებს, რაც არ მოგაყენებთ არანაირ ზიანს. ჩვენი დახმარებით თქვენ შეძლებთ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა და გარეგნობა სახლის პირობებში კომფორტულად და ბიუჯეტურად.


Vap.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vap.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vap.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.  ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.

Facebook კომენტარები
Exit mobile version