vap.ge

8 ცუდი ჩვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების დაზიანება. დაუყოვნებლივ უნდა დაივიწყოთ ესენი. .!

8 ცუდი ჩვევა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების დაზიანება. დაუყოვნებლივ უნდა დაივიწყოთ ესენი. .!

ორგანიზმის სიჯანსაღის შესანარჩუნებლად საჭირო რჩევები:

თირკმელები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა ადამიანის ორგანიზმში. ისინი ორგანიზმში მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათზე განსაკუთრებით უნდა ვიზრუნოთ.

იცოდით, რომ თირკმელები ფილტრავენ დაახლოებით 120-150 ლიტრ სისხლს, რათა გამოიმუშაოს 1-2 ლიტრი შარდი და გამოათავისუფლონ ზედმეტი სითხე ორგანიზმიდან? როგორც უკვე ვთქვით, თირკმელები ასრულებენ ბევრ სასიცოცხლო ფუნქციას ადამიანის სხეულში, როგორიცაა ორგანიზმში ნარჩენების დაგროვების თავიდან აცილება, ელექტროლიტების დონის სტაბილური შენარჩუნება და ჰორმონების შექმნა, რომლებიც არეგულირებენ არტერიულ წნევას, ქმნიან სისხლის უჯრედებს და აძლიერებენ ძვლებს.

აი, რა უნდა გააკეთოთ თქვენი თირკმელების დასაცავად! 8 ცუდი ჩვევა, რომელიც დღეიდან უნდა დაივიწყოთ :

შარდის ბუშტის არ დაცლა:

იცოდით, რომ საპირფარეშოში არ გასვლა და შარდის შეკავება ძალიან ცუდი ჩვევაა!. რეგულარულად ამგვარად მოქცევის შემთხვევაში, შეიძლება გაზარდოთ შარდის წნევა თირკმელებში და გამოიწვიოთ თირკმლის უკმარისობა ან შარდის შეუკავებლობაც კი.

არასაკმარისი წყლის მიღება:

ჩვენი თირკმელები ყოველთვის სათანადოდ უნდა იყოს დატენიანებული, რადგან მათ სრულასოვნად შეასრულონ თავიანთი ფუნქციები. ხოლო თუ საკმარისი რაოდენობის წყალს არ ვსვავთ, ამ დროს ტოქსინები შესაძლოა დაგროვდეს სისხლში. თირკმელების ეროვნული ფონდი გვთავაზობს დღეში მინიმუმ 12 ჭიქა წყლის დალევას. ხოლო უმარტივესი გზა იმის გასარკვევად, თუ საკმარისი რაოდენობის წყალს იღებთ, არის შარდის ფერის შემოწმება.

მარილის დიდი რაოდენობით მიღება:

მოგეხსენებათ მარილი აუცილებელია ორგანიზმისთვის, მაგრამ არა გადაჭარბებული რაოდენობით! პირიქით ზედოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს მაღალი წნევა და ზედმეტად დატვირთოს თირკმელები. რეკომენდებულია დღეში არაუმეტეს 5,8 გრ მარილის მოხმარება.

ალკოჰოლის ძალიან დიდი რაოდენობით მოხმარება:

ალკოჰოლში აღმოჩენილი ტოქსინები არა მხოლოდ ღვიძლს, არამედ თირკმელებსაც აზიანებს. ჯანმრთელობის ავსტრალიისა და ამერიკული ფონდის თანახმად, თირკმელების დაავადების თავიდან აცილების ერთ-ერთი გზა ალკოჰოლის ზომიერად მიღებაა.

საერთო ინფექციების იგნორირება:

ჩვეულებრივი ინფექციების იგნორირებამ, როგორიცაა გაციება, გრიპი, ხველა, ყელის ტკივილი, ტონზილიტი და სხვა, ასევე შეიძლება დაარღვიოს თირკმელების ფუნქციონირება. გარდა ამისა, თირკმლის დაავადების მქონე ადამიანები უფრო მგრძნობიარენი არიან ამინდის ცვლილების მიმართ და ხშირად ხდებიან ავად.

Facebook კომენტარები
Exit mobile version