vap.ge

პოდაგრის მკურნალობის ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა. მხოლოდ იოდი და ასპირინი დაგჭირდებათ

პოდაგრის მკურნალობის ყველაზე მარტივი და ეფექტური გზა. მხოლოდ იოდი და ასპირინი დაგჭირდებათ

პოდაგრა ართრიტის ერთ ერთი ყველაზე გავრცელებული და კომპლექსური ფორმაა, იგი უძველესი დაავადებაა და ჯერ კიდევ ჰიპოკრატემ აღწერა. პოდაგრა ბერძნული სიტყვაა და ქართულად „ფეხის ხაფანგს“ ნიშნავს, რაც კარგად ასახავს დაავადებისთვის ძირითად დამახასიათებელ სიმპტომს, კერძოდ კი ქვედა კიდურების სახსრების უპირატეს დაზიანებას.

პოდაგრის მკურნალობის ბევრი გზა არსებობს, თუმცა დღეს ერთ-ერთ ყველაზე მარტივ და ეფექტურ მეთოდს გასწავლით.

იოდის გამოყენებას, როგორც პოდაგრის სამკურნალო საშუალებას, გააჩნია უამრავი დადებითი გამოხმაურება ადამიანებისგან, რომლებმაც გამოსცადეს თავის თავზე მისი სასიკეთო მოქმედება.

ითვლება, რომ იოდი ღრმად აღწევს პოდაგრით დაზიანებულ სახსარში და აქრობს ანთების კერას. სკეპტიკოსების აზრის მიუხედავად, ამ სამკურნალო საშუალების სარგებელი საკმაოდ საგრძნობია.

თერაპევტული ეფექტის გაძლიერებისთვის, სახალხო მკურნალები და ექიმები ურჩევენ ავადმყოფებს, შეათავსონ ხალხური მეთოდებით მკურნალობა მედიკამენტოზურ თერაპიასთან. იოდის გამოყენების დროს მკურნალობის წარმატებული შედეგი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად დროულად დაუდგინდა ავადმყოფს პოდაგრა.

1. იოდი – 10 მლ
ასპირინი – 5 აბი

იოდი გადაასხით შუშის ჭურჭელში და დაამატეთ წინასწარ დაფშვნილი ასპირინის აბები. ასპირინი მთლიანად უნდა გაიხსნას იოდში და გააუფერულოს ის. იმის შემდეგ, რაც სამკურნალო სითხე გაღიავდება, ის უკვე შეიძლება გამოიყენოთ სამკურნალო მიზნისთვის.

Facebook კომენტარები
Exit mobile version