vap.ge

6 პროცესი, რომელიც მაშინ მიმდინარეობს როდესაც ყოველ დილით თბილ წყალს სვამთ!

6 პროცესი, რომელიც მაშინ მიმდინარეობს როდესაც ყოველ დილით თბილ წყალს სვამთ!

დარწმუნებულნი ვართ ეს მოგეწონებათ!

საკმაოდ ბევრი ადამიანი დღეს იწყებს ცხელი ფინჯანი ჩაით ან ყავით. მაგრამ არავინ სვამს ნელთბილ წყალს, რადგან რეალურად არც არავინ იცის მისი სარგებლიანობის შესახებ.

არადა დილით უზმოზე თბილ წყალს ბევრი დადებითი ეფექტი აქვს, როგორიცაა საჭმლის მონელების გაუმჯობესება, ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნა, სპაზმების მოხსნა, სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და ა.შ.

ამ სტატიაში კი უფრო დეტალურად გაეცნობით მიზეზს თუ რატომაა რეკომენდებული დილით ნელთბილი წყლის მიღება:

1. დეტოქსი:

დილით ჭიქა ნელთბილ წყალს შეუძლია ორგანიზმიდან საშიში ტოქსინების გამოდევნა. წყალი და სხვა სითხეები ანადგურებს საკვებს კუჭში და ასტიმულირებს საჭმლის მონელების პროცესს. ამიტომაც ჭამის შემდეგ, საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად სცადეთ ცივი წყლის ნაცვლად ნელთბილი წყლის დალევა.

2. მეტაბოლიზმის გაუმჯობესება:

თუ კუჭის ტკივილი გაწუხებთ, დილით საუზმის წინ დალიეთ ერთი ჭიქა თბილი წყალი. ეს გააუმჯობესებს მეტაბოლიზმს და თქვენი ორგანიზმი შეძლებს გამართულად ფუნქციონირებას. გარდა ამისა, კუჭის ტკივილი მალევე გაქრება.

3. ანელებს დაბერების პროცესს:

არავის უყვარს ნაადრევი დაბერებისგან გამოწვეული ეფექტი, განსაკუთრებით კი ქალებს. საბედნიეროდ, ამის თავიდან აცილება შესაძლებელია თბილი წყლის მიღებით. ორგანიზმში არსებული ტოქსინები აჩქარებს დაბერების პროცესს, მაგრამ წყალი შლის მათ და ანელებს პროცესს. გარდა ამისა, აუმჯობესებს კანის ელასტიურობასაც, რაც ასეთი მნიშვნელოვანია ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად.

4. ათავისუფლებს ტკივილს:

მენსტრუაციის დროს ტკივილის მოხსნა შესაძლებელია თბილი წყლით. თბილი წყალი ამშვიდებს მუცლის კუნთებს და შესაბამისად ამშვიდებს ტკივილსაც. თუმცა, თბილი წყალი არა მხოლოდ მენსტრუალური ტკივილების დროსაა ეფექტური, არამედ ყველა სახის კრუნჩხვისთვისაა კარგი. რადგან ის აუმჯობესებს კაპილარულ მიმოქცევას და ამშვიდებს კუნთებს.

5. გეხმარებათ წონის დაკლებაში:

დილით ერთი ჭიქა თბილი წყალი დაგეხმარებათ წონის სწრაფად დაკლებაში. რადგან თბილი წყალი ამაღლებს სხეულის ტემპერატურას. ეს კი იწვევს მეტი კალორიის დაწვას, ასევე დადებითად მოქმედებს თირკმელებსა და გამომყოფ ორგანოებზე.

6. მიმოქცევა:

დილით უზმოზე თბილი წყლის დალევა ორგანიზმს საშიში ტოქსინებისა და ნარჩენების გამოდევნაში ეხმარება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სისხლის ცირკულაციაც უმჯობესდება.

Facebook კომენტარები
Exit mobile version