ამ საკვების რეცეპტით, რომელიც შეიცავს მხოლოდ 2 ინგრედიენტს მოიშორეთ ლაქები, ნაოჭები და ჰიპერპიგმენტაცია !
სცადეთ და იმედგაცრუებული ნამდვილად არ დარჩებით!
ჰიპერპიგმენტაცია ესაა დაავადება, რომელიც ხასიათდება კანზე მუქი ლაქებით და გამოწვეულია მელანინის, კანის მუქი პიგმენტის მატებით. მზის სხივების ზემოქმედებამ,ორსულობამ, ჯანმრთელობის გარკვეულმა მდგომარეობამ, დაბერებამ ან დაზიანებებმა შეიძლება გამოიწვიოს მელანინის დაავადებები, ასევე არაესთეტიკური ყავისფერი ლაქების გახშირება, რომლებიც დამახასიათებელია ამ პრობლემისთვის.
მიზეზები შეიძლება დავყოთ 2 ჯგუფად: შიდა და გარე. გარე მიზეზები შეიძლება იყოს, მაგალითად, ატმოსფერო, როგორიცაა მზის პირდაპირი ზემოქმედება ან ქიმიური ნაერთები (ბეტაქსოლოლი, მინოციკლინი, ესტროგენი, პროგესტერონი და ა.შ.).
ნაოჭები, ასაკობრივი ლაქები - იქმნება მზის საშიში ულტრაისფერი სხივების მიერ, რომელიც აზიანებს მელანინს და იწვევს კანზე დროებით ან სამუდამო ლაქების წარმოქმნას.
მელაზმა არის კანის ჰიპერპიგმენტაცია, რომელიც ხდება ორსულობის დროს. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ორსულობის ნიღაბს, ეს კი იმ ყავისფერი ლაქების გამოა, რომლებიც ჩნდება სახეზე - ძირითადად ცხვირზე და ლოყებზე. როგორც წესი, ეს დაავადება ორსულობის შემდეგ თავისთავად ქრება და ის არ იწვევს რაიმე მნიშვნელოვან პრობლემას.
ჰიპერპიგმენტაციის ბუნებრივი მკურნალობა - რეცეპტი:
შეურიეთ 1 ჩაის კოვზი კურკუმას ფხვნილი და 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი.
წაისვით დაზიანებულ ადგილებში. შემდგომ გააჩერეთ 15 წუთი გასაშრობად.
ბოლოს კი ჩამოიბანეთ ცივი წყლით. სწორედ ამ პროცედურის შემდეგ, არ უნდა გახვიდეთ მზეზე!
ამ საშუალების წასმა რეკომენდებულია შხაპის წინ.
გაიმეორეთ ეს პროცედურა 1 ან 2-ჯერ დღეში, სანამ არ შეამჩნევთ გაუმჯობესებას.
ეს მარტივი საშუალება ეფუძნება აიურვედას, უძველესი ინდური სამკურნალო მეცნიერების პრინციპებს და ის ნამდვილად გამოირჩევა ეფექტურობით.
ლიმონი იწვევს კანის აქერცვლას და ანათებს მას, კურკუმა კი, გარდა იმისა, რომ ეფექტურია კანის გასანათებლად, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტიც.
სცადეთ, იმედგაცრუებული ნამდვილად არ დარჩებით!