vap.ge

დღეში რამდენი ცალი ფინიკის ჭამა შეიძლება? ფრთხილად. .

დღეში რამდენი ცალი ფინიკის ჭამა შეიძლება? ფრთხილად. .

მოგეხსენებათ ფინიკი ტკბილეულის შესანიშნავი ჯანსაღი შემცვლელია მათთვის, ვისაც არსურს ზედმეტად კალორიული ტკბილეულის მიღება.

დღის განმავლობაში ჩაის ან ყავის სმას მიჩვეული ვართ. მაგრამ ვინ დალევს ცარიელ ჩაის/ყავას? ვაყოლებთ კანფეტს, ნამცხვარს ან სხვა ტკბილეულს და... არცკი ვფიქრობთ იმაზე, რომ ისინი საკმაოდ მავნეა ჩვენი ჯანმრთელობისთვის.

სანამ ახალგაზრდები ვართ, პანკრეასში იმდენი ინსულინი იწარმოება, რომ ის ახერხებს ყველა ნახშირწყლებისა და გლუკოზის გადამუშავებას. მაგრამ რა ხდება ასაკთან ერთად? ყველა ის ტკვილეული რასაც მივირთმევთ ნელ ნელა ჩვენს წონასაც ემჩნევა და ორგანიზმიც ვეღარ ახერხებს მათ სრულად გადამუშავებას.

სწორედ აქ დაგვეხმარება ფინიკის ჩირი! ის საოცრად ტკბილი და გემრიელი პროდუქტია. ამიტომაც ის ბევრისთის საკმაოდ საყვარელ პროდუქტადაც ითვლება

დღევანდელ სტატიაში ასევე გაიგებთ ფინიკის სასარგებლო და მავნე თვისებების შესახებ და მიიღებთ საიმედო პასუხს – რამდენი ფინიკი შეიძლება მიირთვათ დღის განმავლობაში, რომ არ დაავადდეთ დიაბეტით და არც წონა მოგემატოთ?

ფინიკის სასარგებლო თვისებები:

ვიტამინები: ფინიკი B ვიტამინის საოცარი წყარო, ასევე ის შეიცავს ფოლიუმის მჟავას ჰემოგლობინის დონის ასამაღლებლად და ადამიანის რეპროდუქციული ფუნქციის შესანარჩუნებლად. ასევე შეიცავს რიბოფლავინს - მხედველობის სიმახვილის ასამაღლებლად და თიამინს, პანტოტენატის და პირიდოქსინს - ნერვული სისტემის გასაძლიერებლად.

მინერალები: ფინიკი სხვადასხვა მაკრო და მიკროელემენტების გასაოცარი საწყობია.

100 გრამი ფინიკი შეიცავს შემდეგ სასარგებლო ელემენტებს: რკინას, კალციუმს და კალიუმს, მაგნიუმს, სელენს, ფოსფორს, მანგანუმს და ასევე სპილენძს. მათი რაოდენობა სრულად აკმაყოფილებს ორგანიზმის ყოველდღიურ მოთხოვნილებებს.

ბოჭკოვანა: ფინიკი შეიცავს უამრავ საჭმლის მომნელებელ ბოჭკოებს, რაც ყველაზე ხელსაყრელ გავლენას ახდენს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაზე, ხელს უწყობს ცუდი ქოლესტერინის და გლუკოზის დონის შემცირებასაც.

ანტიოქსიდანტები: ნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობით ფენოლურ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც იცავს ადამიანის ორგანიზმს მავნე დაავადებებისგან.

ასეთი შესანიშნავი შემადგენლობის წყალობით, ფინიკი არა მხოლოდ გემრიელი საკვებია, არამედ ძალიან ჯანსაღიცაა!

რა სარგებელი მოაქვს ამ ხილს ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის ფინიკი ხელს შეუწყობს სისხლძარღვების ათეროსკლეროზის და მაღალი წნევის წინააღმდეგ ბრძოლას.

- ანემიის დროს ფინიკი ხელს უწყობს ჰემოგლობინის დონის მატებას.
- ორსულებმა და მეძუძურმა დედებმა საკვებ რაციონში უნდა შეიტანონ ფინიკი ნაყოფის კარგი განვითარებისა და ლაქტაციის გაზრდისთვის.

- ასევე ფინიკი ხელს უწყობს დაღლილობის მოხსნას, აძლიერებს პოტენციას, ზრდის იმუნიტეტს.

ფინიკის დიეტური თვისებები:

ვინაიდან ფინიკს ასეთი დიდი სასარგებლო თვისებები აქვს, ის აუცილებლად უნდა იყოს თქვენს ყოველდღიურ რაციონში. ერთადერთი კითხვაა, დღის განმავლობაში რამდენი ხილის ჭამაა შეიძლება? ამისათვის უნდა იცოდეთ კალორიების რაოდენობა, რომელსაც 1 ცალი ფინიკი შეიცავს!

100 გრ მშრალ ფინიკზე საშუალოდ 270 კალორიაა. როგორც ხედავთ, ეს საკმაოდ მაღალკალორიული პროდუქტია. ერთი ხილი შეიცავს საშუალოდ 23 კკალს. ნაყოფის სიტკბოს უზრუნველყოფს ნახშირწყლების საკმაოდ მაღალი შემცველობა, კერძოდ, საქაროზა, რომელიც შედგება ფრუქტოზისა და გლუკოზისგან.

ოპტიმალურ ნორმად ითვლება დღეში 5-დან 10-მდე ხმელი ფინიკის ნაყოფის მიღება. ფინიკის ასეთი რაოდენობა გააჯერებს ორგანიზმს ყველა სასარგებლო კომპონენტით და კარგად დააკმაყოფილებს შიმშილის გრძნობას.

ფინიკის ჭარბი ჭამის კიდევ ერთი უსიამოვნო და ჯანმრთელობის საფრთხე არის II ტიპი დიაბეტის განვითარების საშიშროება.

ისიამოვნეთ ფინიკის გემოთი და თან შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა! არ ჭამოთ ძალიან ბევრი!

Facebook კომენტარები
Exit mobile version