vap.ge

6 ინგრედიენტიანი სმუზი გააძლიერებს მუხლებს და მყესებს, აი როგორ. .

6 ინგრედიენტიანი სმუზი გააძლიერებს მუხლებს და მყესებს, აი როგორ. .

გემრიელიცაა და ჯანსაღიც!

ყველას კარგად მოგეხსენებათ მუხლები უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგან ისინი პასუხისმგებელნი არიან მთლიანად ჩვენი სხეულის მობილურობაზე, მოქნილობასა და წონასწორობაზე და გვეხმარებიან ყველანაირი სახის აქტივობის შესრულებაში.

თუმცა, ისინიც შეიძლება დაზიანდნენ და ამან თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი სხვადასხვა მიზეზისდა გამო.

მაგალითად, ფიზიკურმა აქტივობამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური დატვირთვა მუხლის სახსარზე, რადგან შეიძლება შემცირდეს სითხის რაოდენობა, რომელიც ატენიანებს მუხლის სახსრებს და ხელს უშლის ძვლის ძვალთან ურთიერთქმედებას. ამ შემთხვევაში, ბარძაყის ძვალი და მუხლის ძვალი შეიძლება შეეხოს ერთმანეთს და ამ უკანასკნელმა გამოიწვიოს ტკივილი.

ტკივილი ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ცუდი ფეხსაცმლით, როგორიცაა მაღალი ქუსლები, რომლებიც დიდ ზეწოლას ახდენენ ფეხების და მუხლების სახსრებზე. ამრიგად, ტერფის სახსარი და ლიგატები ექვემდებარება დიდ სტრესს.

გარდა ამისა, ჭარბი წონა ასევე იწვევს სერიოზულ პრობლემებს.

თუმცა, არსებობს ბუნებრივი საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ გააძლიეროთ ლიგატები და მუხლის სახსრები სრულიად უსაფრთხო და უმტკივნეულოდ. მის კომპონენტებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო თვისებები, რომლებიც ათავისუფლებს მუხლის სახსრის ტკივილს და შეშუპებას.

ისინი ასევე შეიცავს სილიციუმს, ბრომელინს, C ვიტამინს და მაგნიუმს, რაც ხელს უწყობს ძვლების სიჯანსაღესა და სიძლიერეს. მათ შორისაა ფორთოხალი, დარიჩინი, შვრიის ფაფა, ნუში, ანანასი და ნატურალური თაფლი.

აი, როგორ უნდა გააკეთოთ ეს გემრიელი 6 ინგრედიენტიანი სმუზი:

ინგრედიენტები:

- 1 ჭიქა ფორთოხლის წვენი
- 7 გრ. დარიჩინი
- 2 ჭიქა შვრიის ფაფა
- 40 გრ. ნუში
- 2 ჭიქა დაჭრილი ანანასი
- 40 გრ. თაფლი და 1 ჭიქა სუფთა წყალი

მომზადების მეთოდი:

შვრიის ფაფა მოათავსეთ წყალში და მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე. შემდეგ ქვაბში ჩაასხით ანანასის წვენიც. ხოლო ამის პარალელურადა ბლენდერში შეურიეთ თაფლი, ფორთოხალი, ნუში და დარიჩინი, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.

შემდეგ ბლენდერში დაამატეთ შვრიის ფაფა და ანანასის წვენი და კვლავ აურიეთ. სმუზის შეგიძლიათ დაამატოთ რამდენიმე ყინულის კუბიკიც  (გემოვნებისთვის)!

საოცარი გემოსა და სუნის გარდა, ეს სმუზი ხელს შეუწყობს მუხლის ტკივილის მოხსნას და გაზრდის თქვენს მოქნილობას და მობილობას.

Facebook კომენტარები
Exit mobile version