3 მცენარეული ჩაი, რომელიც დაგეხმარებათ საშარდე გზების ინფექციების სიმპტომების შემსუბუქებაში
ბუნებრივი მკურნალობა
ვისაც ეს საკუთარ თავზე გამოუცია ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ საშარდე გზების ინფექციები მართლაც საშინელებაა. მათი წარმოქმნის მიზეზი სხვადახვა შესაძ₾ოა იყოს, თუმცა ჩვენ გირჩევთ, რომ როგორცკი აღმოაჩენთ ამ სახის "პრობლემას" , სცადეთ ერთ-ერთი ასეთი ჩაი, რომელიც ბუნებრივად მოგიხსნით დისკომფორტს..
3 ჩაი, რომელიც დაგეხმარებათ საშარდე გზების ინფექციების სიმპტომების შემსუბუქებაში
1. შვიტას და ბაბუაწვერას ჩაი
შვიტა( იხ. ფოტო)სასწაულებს ახდენს საშარდე გზების ინფექციებზე. ის ასევე შლის ტოქსინებს და ბაქტერიებს საშარდე გზებში თირკმელების საფუძვლიანად გაფილტვრით და შარდის გამომუშავების გაზრდით. ფლავონოიდები (მცენარეული ნივთიერებების მეტაბოლიტები) ხელს უწყობს ინფექციების თანმხლები სპაზმების დამშვიდებას. ხოლო ბაბუაქვერა ასევე მოქმედებს როგორც შარდმდენი საშალება და ასევე ასტიმულირებს თირკმელებსა და შარდის ბუშტს.
დაგჭირდებათ:
- 1 სუფრის კოვზი ხმელი შვიტა
- 1 ჩაის კოვზი გამხმარი ბაბუაწვერა
- 1 ჭიქა წყალი
მომზადება:
ჭიქაში მოათავსეთ 1-2 სუფრის კოვზი ხმელი შვიტა და 1 ჩაის კოვზი ხმელი ბაბუაწვერა. აადუღეთ ერთი ჭიქა წყალი და დაასხით მათ. გააჩერეთ 10 წუთი და შემდეგ დალიეთ. დალიეთ ეს ჩაი დღეში ორჯერ, დაამატეთ თაფლი გემოვნებით,
2. ტუხტის ჩაი
მცენარე ტუხტის ფესვები აფერხებს ბაქტერიების ზრდას, ასუფთავებს შარდის ბუშტს. ის ასევე ამშვიდებს საშარდე გზების ინფექციებს და ეფექტურია სისხლდენის თავიდან ასაცილებლად, ამასთანავე შარდმდენი ეფექტიც გააჩნია (შარდის ნაკადის გაზრდის).
- 1-2 სუფრის კოვზი ტუხტის ახალი ან გამხმარი ფესვი
- 1 ჭიქა წყალი
- თაფლი გემოვნებით (სურვილისამებრ)
მომზადება: გახეხეთ 1-2 სუფრის კოვზი ტუხტის ახალი ფესვი. ჭიქა წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე. მოათავსეთ უკვე გახეხილი მცენარის ფესვები ჭიქაში და შეავსეთ წყლით, კვლავ ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. სურვილისამებრ დაუმატეთ თაფლი გემოვნებით და დალიეთ დღეში 2-3-ჯერ.
3. პიტნა-კოჭა-ღვიის ჩაი
პიტნა და ჯანჯაფილი ხელს უწყობენ შარდის ალკალიზაციას (ამცირებენ მჟავიანობას), ამშვიდებენ ინფექციებისგან გამოწვეულ წვის შეგრძნებას. ღვიის კენკრა მოქმედებს როგორც შარდმდენი, ასტიმულირებს თირკმელებსა და შარდის ბუშტს, გეხმარებათ უფრო მარტივად შარდვაში, ჯანჯაფილი კი ამცირებს ანთებას.
დაგჭირდებათ:
- 1-2 ჩაის კოვზი ხმელი ღვიის კენკრა
- 1/3 ჭიქა პიტნის ახალი ფოთლები
- 2 ჩაის კოვზი ჯანჯაფილი (ახლად გახეხილი)
- 4 ჭიქა წყალი
თაფლი და ლიმონის ნაჭრები (სურვილისამებრ)
მომზადება: ქვაბში შეურიეთ წყალი, კენკრა, პიტნა და ჯანჯაფილი. ადუღეთ დაახლოებით 7-8 წუთი და შემდეგ გადაწურეთ. სურვილისამებრ დაუმატეთ დაახლოებით ერთი სუფრის კოვზი თაფლი ჩაის დასატკბობად და მიირთვით ლიმონის ნაჭერთან ერთად, ასევე სურვილისამებრ. დალიეთ დღეში 2-3-ჯერ.
ინფექციის პირველივე ნიშნების დროს სცადეთ ამ საშუალებებიდან რომელიმე.