სცადეთ! ხაჭო ლიმონის წვენის დანამატით - ნამდვილად დღეგრძელობის საკვებია!
შემოწმებულია არა ერთი ადამიანის მიერ! ნამდვილად მუშაობს!
ესაა ხაჭო საფუარის გარეშე, მზადდება მხოლოდ რძისა და ლიმონისგან. ასეთ ხაჭოს აქვს მთელი რიგი თერაპიული ეფექტი: აუმჯობესებს მეხსიერებას, ამაგრებს გულს, ძვლებსა და სახსრებს, აუმჯობესებს ადამიანის ზოგად კეთილდღეობას, ასევე ძალიან სასარგებლოა ნევროზული აშლილობისა და დეპრესიული მდგომარეობის დროს. ეს ხაჭო არ იწვევს დუღილს ნაწლავებში, კარგად შეიწოვება ორგანიზმის მიერ და ამასთანავე სასიამოვნო გემოც აქვს.
სცადეთ თავადვე მოამზადოთ გემრიელი და ძალიან ჯანსაღი ხაჭო!
ხაჭოს მოსამზადებლად გვჭირდება:
1. რძე -1ლ
2. ლიმონი-1 ცალი
ჯერ ლიმონის წვენი უნდა გამოწუროთ და გაზქურაზე რძე ქვაბით დადგათ. როცა რძე კარგად გათბება, მაგრამ არ ადუღდება, მას უნდა დაასხით ლიმონის წვენი, სწრაფად აურიოთ და სასწრაფოდ გადმოდგით ტაფა ცეცხლიდან. სულ ესაა, ხაჭო მზადაა, რჩება მისი შრატისგან გამოყოფა მარლის ან წვრილი საწურის გამოყენებით.
ხაჭოს ჭამამდე მარილი არ მოაყაროთ და სასარგებლო თვისებების გასაძლიერებლად არ დაამატოთ არც შაქარი, შეგიძლიათ დაამატოთ მხოლოდ არაჟანი ან თაფლი. (გემოვნებაზე არ დაობენ ეს უკანასკნელი პროდუქტებიც საკმაოდ სასარგებლოა, ამიტომ თავადვე გადაწყვიტეთ)
ბოლოს არავითარ შემთხვევაში არ გადაღვაროთ შრატი, მას ასევე აქვს სამკურნალო თვისებები! მისი გამოყენებით ასევე არაერთ ჯანმრთელობის პრობლემას უმარტივესად მოაგვარებთ. (ამაზე არა ერთი სტატია გვაქვს დაწერილი, გადახედეთ)
საოცარია ასეთი მარტივი გზით თუ როგორაა შესაძლებელი უაღრესად დიდი სარგებლის მიღება! თუმცა ბუნება თავადვე გვიგზავნის ამ ყოველივეს, შესაბამისად აღარ ხდება საჭირო სხვა სახის ქიმიური მეტიკამენტების მიღება!
გიყვართ ხაჭო და რამდენად ხშირად მიირთმევთ მას?