vap.ge

გსმენიათ კომშის ამ გასაოცარი სარგებლის შესახებ? თუ არა, მაშინ დროა შეიტყოთ. .

გსმენიათ კომშის ამ გასაოცარი სარგებლის შესახებ? თუ არა, მაშინ დროა შეიტყოთ. .

ალბათ ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ კომში საკმაოდ ცნობილია მისი როგორც კვებითი ასევე სამკურნალო თვისებებიდან გამომდიანრე. მისი ნაყოფი შეიცავს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებებს, კერძოდ, ფრუქტოზას, გლუკოზას, საქაროზას, კაროტინს, კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს, ფიტონციდებს, ეთეროვან ზეთს, B1, B2, C, E და PP ვიტამინებს.

სამკურნალოდ გამოიყენება როგორც კომშის ნაყოფი, ასევე, მისი ფოთლები და ხის ქერქიც კი. ის დამამშვიდებლად მოქმედებს ფსიქიკაზე, აუმჯობესებს გუნება-განწყობას, ამაღლებს იმუნიტეტს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, აამებს თავის ტკივილს, რეკომენდებულია ნაბახუსევზე, ანემიის და დაბალი ჰემოგლობინის დროსაც. მის სასარგებლო თვისებებს რა დათვლის. .

ამავდროულად ალბათ არ გეცოდინებათ, რომ კომშის ფოთლები საუკეთესო საშუალებაა ასთმის დროს. აქვს სისხლძარღვების შევიწროების უნარი და დაბლა სწევს არტერიულ წნევას.

პექტინი, რომელსაც კომში შეიცავს, ხელს უწყობს ორგანიზმიდან შხამიანი ნივთიერებების გამოდევნას.

ჰიპერტონიის დროს, ერთი ჩაის ჭიქა წყალი დაასხით ორ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ კომშის ფოთოლს. ადუღეთ ნელ ცეცხლზე ნახევარი საათი, შემდეგ გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი, დღეში სამჯერ.

რაც შეეხება ხველების დროს, ერთ სუფრის კოვზ კომშის თესლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ წყლის ორთქლზე ოცი წუთის განმავლობაში, შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამის წინ. ეს კომშის ერთ ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი და მოთხოვნადი რეცეპტია, რომელიც ნამდვილად ეფექტურობით გამოირჩევა, თან არა ერთი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს!

ანგინისა და ბრონქიტის დროს, როგორც ამოსახველებელი საშუალება, მოხარშეთ ასი გრამი კომშის თესლი ორ ჩაის ჭიქა წყალში, მანამ სანამ სითხე არ განახევრდება. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ ორი სუფრის კოვზი ნახარში, დღეში სამჯერ.

გასაოცარი პროდუქტის ფასდაუდებელი რეცეპტები! სცადეთ და ისიამოვნეთ ბუნების ძალით.

Facebook კომენტარები
Exit mobile version