vap.ge

კომბოსტოს ფოთოლი! საუკეთესო მეთოდი სახსრების ტკივილთან “საბრძოლველად” . .

კომბოსტოს ფოთოლი! საუკეთესო მეთოდი სახსრების ტკივილთან "საბრძოლველად" . .

კომბოსტოს ფოთლების ეფექტურობა საკმაოდ დიდი ხანია დადასტურებულია. რადგან ეს სასარგებლო ბოსტნეული გაჯერებულია სამკურნალო თვისებებით.

დაიდიდეთ დაზიანებულ სახსარზე კომბოსტოს ფოთოლი და დაიამეთ აუტანელი ტკივილი.

კომბოსტო როგორც ოსტეოპოროზის ნამდვილი მკურნალი

ალბათ გაგიჩნდებათ შეკითხვა:

– როგორ შეიძლება ტკივილის აღმოფხვრა მხოლოდ კომბოსტოს ფოთლის გამოყენებით, ეს ხომ თითქმის წარმოუდგენელია?

ამ ყველაფერში უკეთ გასარკვევად მოდით გავეცნოთ ინფორმაციას:

მუხლის სახსსრის ოსტეოპორზით დაავადებულ რამდენიმე პაციენტს ჩაუტარეს ოთხკვირიანი მკურნალობა. ისინი მკურნალობის ტიპის მიხედვით სამ ჯგუფად დაყვეს. პირველი ჯგუფი კომბოსტოს ფოთლებით მკურნალობდა, ხოლო დანარჩენები სხვადასხვა საშუალებებით. კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ პაციენტებს, რომლებიც კომბოსტოს ფურცლებს იდებდნენ მტკივნეულ სახსარზე, შედეგად ნაკლები ტკივილები ჰქონდათ.

ყველაფერი კი იმ ჯადოსნური მდგომარეობის დამსახურებაა, რომ კომბოსტო საკმაოდ ცნობილი ანთების საწინააღმდეგო საშულებაა! ეს ხომ ყველამ კარგად იცის . .

სწორედაც, რომ კომბოსტოს ფოთოლი შეიცავს ისეთ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ამცირებს ქრონიკულ ანთებას.

ამავდროულად დავამატებთ იმასაც, რომ კომბოსტო მდიდარია ვიტამინებითა და საკვები ნივთიერებებით, რომლებიც აუმჯობესებს ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას.

კომბოსტო დაბალკალორიული ბოსტნეულია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს იგი ვიტამინებს არ შეიცავს. იგი K ვიტამინის ბუნებრივი წყაროა. ვიტამინის, რომელიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის სწორად ფუნქციონირებისთვის.

ახლა კი დროა გაეცნოთ საოცარი კომპრესის მომზადების წესს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ მტანჯველი ტკივილებისგან გათავისუფლებას.

საჭირო ინგრედიენტები:

მომზადების მეთოდი შემდეგნაირია: კომბოსტოს ფოთოლი კარგად გარეცხეთ, ცომის საბრტყელებელით დაამუშავეთ ისე, რომ წვენი გამოუვიდეს და გაახვიეთ ფოლგაში. შემდეგ შედეთ ღუმელში და გააცხელეთ 40 გრადუს ტემპერატურაზე. ფოთოლზე წაუსვით თაფლი და დაიდეთ დაავადებულ სახსარზე. ზემოდან კი შემოიხვიეთ ცელოფანი.

ასე გაიჩერეთ 1 საათი, შეგიძლიათ მთელი ღამითაც დაიტოვოთ. თუ ცივი საფენი გირჩევნიათ, მაშინ კომბოსტოს ფურცელი გამოყენებამდე 1 საათით შედეთ მაცივარში.

სასურველი ეფექტის მისაღებად სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ დღეში 2-3-ჯერ.

თუ თქვენ სახსრები გაწუხებთ, გამოიყენეთ უძლიერესი მკურნალი, კომბოსტო, და გათავისუფლდით სახსრების დაავადებებით გამოწვეული ტკივილებისგან.

და თქვენ რა მეთოდს იყენებთ?

Facebook კომენტარები
Exit mobile version