vap.ge

მკურნალობა შინდით -სისხლნაკლებობის,შაქრიანი დიაბეტის, რევმატიზმისა და პოლიართრიტის დროს!!

მკურნალობა შინდით -სისხლნაკლებობის,შაქრიანი დიაბეტის, რევმატიზმისა და პოლიართრიტის დროს!!

კარგად მოგეხსენებათ შინდი უძველესი კულტურული მცენარეა. ის ფართოდაა გავრცელებული შუა აზიაში, კავკასიაში, მოლდავეთსა და ყირიმში.

მისი ნაყოფი კი საოცრად სასარგებლოა. შეიცავს: 10-17%-მდე შაქრებს (გლუკოზასა და ფრუქტოზას), 3,5-4%-მდე ორგანულ მჟავებს, პექტინებს, მთრიმლავ  და აზოტოვან ნივთიერებებს, ეთერზეთებს, ფიტონციდებს, ფლავონოიდებს (1-5%), C  (50-160 მგ%) და P ვიტამინებს და ა.შ

იმასაც გეტვით,რომ C  ვიტამინის შემცველობით შინდი ზოგჯერ შავ მოცხარსაც კი ჯობნის - მისი 100 გრამი ნაყოფი 50 მგ-ზე მეტ ასკორბინის მჟავას  შეიცავს. შინდის კურკაში 34%-მდე ცხიმია, ქერქში კი გლიკოზიდი კორინი, მთრიმლავი ნივთიერებები, ვაშლისა და სხვა ორგანული მჟავები. ასევე გარდა ნაყოფისა მცენარის ფოთლებიც კი მდიდარია C და E ვიტამინებით.

წარმოიდგინეთ რაოდენ საოცარ საშუალებასთა გვაქვს შეხება!

შინდის სასარგებლო თვისებები შემდეგია:

- შინდი გამოიყენება როგორც ცოცხალი ნაყოფის ასევე მისგან დამზადებული მურაბების სახით: ორივე საშუალება საკმაოდ სასარგებლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს. მის შემადგენლობაში შემავალი ფიტონციდების სიჭარბე დამღუპველად მოქმედებს ტიფის, დიზენტერიისა და სხვა ინფექციურ დაავადებათა გამომწვევებზე. მისი ნაყოფი კი საოცრად რეკომენდებულია გასტრიტის დროს.

- ფაღარათის საწინააღმდეგოდ იყენებენ დანაყილ ნაყოფს თესლთან ერთად, არეულს თაფლსა და კვერცხის გულში. კარგ შედეგს იძლევა ასევე ნაყოფისგან მომზადებული ნაყენი და ნახარში. ნახარშის მოსამზადებლად უნდა აიღოთ 2 სადილის კოვზი ხმელი შინდი, დაასხათ ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ნახევარი საათი ადუღოთ, ცხელ-ცხელი გადაწუროთ და საწყის მოცულობამდე შეავსოთ ადუღებული წყლით.

მიირთვათ დღეში სამჯერ 100 გრამი. ნაყენის მოსამზადებლად 2 სადილის კოვზ ნაყოფს ასხამენ ერთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, 8 საათი აჩერებენ და დღეში ორჯერ 100 მლ-ს სვამენ.

- ასევე ეს საოცარი საშალება მკურნალობს პოდაგრას, სისხლნაკლებობას, ნივთიერებათა ცვლის დარღვევას. ანემიის, ვიტამინების ნაკლებობის, ორგანიზმის დასუსტების (ზოგადად იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაში) დროს აუცილებელია ნაყოფის როგორც ცოცხალი სახით მიღება, ასევე მისგან დამზადებული მურაბების თუ კომპოტების მიღებაც

როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა სამკურნალოდ გამოიყენება არა მარტო შინდის ნაყოფი, არამედ მისი ფოთლებით, რომლებიც 14%-მდე ტანინს შეცავს.  გამოიყენება როგორც ნაღველმდენი, შარდმდენი და შაქრის დამწევი საშუალება (ერთ სადილის კოვზ წვრილად დაქუცმაცებულ ფოთლებსა და ტოტებს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ნახევარი საათი გააჩერეთ, გადაწურეთ და მიირთვით დღეში სამ-ოთხჯერ 50-70 მლ).

ეს ყველაფერი როდია ასევე რევმატიზმისა და პოლიართრიტის სამკურნალოდ:  გირჩევთ მიიღოთ ფესვებისა და ქერქის ნახარში - ერთ ჩაის კოვზ ნედლეულს ერთ ჩაის ჭიქა წყალში 15 წუთის განმავლობაში ადუღებენ, აყოვნებენ 2 საათს, გადაწურავენ და ორ სადილის კოვზს დღეში სამჯერ სვამენ.

საბოლოოდ მგონი დარწმუნდით რომ ეს საკვები საკმაოდ დიდი სასარგებლო თვისებებით გამოირჩევა, ამიტომაც აუცილებლად უნდა ჩასვათ თქვენც საკვებ რაციონში!

Facebook კომენტარები
Exit mobile version