vap.ge

ექიმის რჩევით 1 თვის განმავლობაში ყოველდღე ვღებულობდი თევზის ქონს! შედეგად ამ დროში არა ერთი ჯანმრთელობის პრობლემისგან გავთავისუფლდი . .

ექიმის რჩევით 1 თვის განმავლობაში ყოველდღე ვღებულობდი თევზის ქონს! შედეგად ამ დროში არა ერთი ჯანმრთელობის პრობლემისგან გავთავისუფლდი . .

ერთდროს საკმაოდ ცნობილი წამალი თევზის ქონი კვლავ პოპულარული გახდა. მას უკვე არა ერთი ადამიანი აქტიურად იყენებს.

მოგეხსენებათ თევზის ცხიმი ორგვარია – თხევადი და კაფსულებში. პირველი ფორმა გაცილებით იაფია, მაგრამ აქვს არც თუ ისე სასიამოვნო სუნი და გემო. ამიტომ, უმეტესობა კაფსულებს ირჩევს.

ახლა კი უფრო დეტალურად გაგაცნობთ მისი სარგებლის შესახებ:

თევზის კაფსულების გასაოცარი სარგებლიანობის შესახებ :

მის შემადგენლობაში შედის სხვადასხვა გლიცერიდები, ოლეინის მჟავა, პალმიტინური მჟავა, ომეგა 3-ისა, ასევე ომეგა 6-ის ცხიმოვანი მჟავები.

ომეგა-3 მჟავები ჰაერთან შეხებაში სწრაფად მჟავდება და გამოყენებისთვის უვარგისი ხდება, სწორედ ამიტომ კაფსულა იცავს მჟავიანობისგან და მისი ვარგისიანობის ვადა მეტად იზრდება.

მისი სასარგებლო თვისებები მოიცავს:

თევზის ცხიმის სარგებელზე მასში შემავალი A და D ვიტამინები განსაზღვრავენ. A ვიტამინი კანის უჯრედებისა და მხედველობის პიგმენტების რეპროდუქციასა და ზრდას უწყობს ხელს. ამ ვიტამინების წყალობით, თევზის ცხიმი სასარგებლოა თმისთვის, ფრჩხილებისთვის, კანისთვის.

რაც შეეხება D ვიტამინს, ის ამცირებს ნერვულ აღგზნებადობას, ხელს უწყობს უკრედებში კალციუმისა და ფოსფორის შეღწევას, ამიტომაცაა რომ ხშირად ექიმები მის გამოყენებას ბავშვებში გვირჩევენ.

აქვე გვინდა გაგიზიაროთ სასწაულმოქმდედი რეცეპტი ნაოჭებისა და პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგოდ: მის მოსამზადებლად კარგად შეურიეთ 1 ჩ.კ. თევზის ცხიმი და იმავე რაოდენობის თაფლი. შემდეგ კი წაისვით სახეზე 30 წუთით. დროის გასვლის შემდგომ კი სახე ჩამოიბანეთ გვირილის ნაყენით.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ომეგა-3 თევზის ცხიმის ყველაზე ფასეული კომპონენტია. იგი ხელს უშლის ორგანიზმში გულსისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას, სწევს მავნე ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, დადებითად ზემოქმედებს გულის მუშაობაზე, ამცირებს დიაბეტის წარმოშობის რისკს. ასევე ის ფანტასტიური საშუალებაა თევზის ცხიმი შესანიშნავია ზედმეტ წონასთან ბრძოლაში და საგრძნობლად აუმჯობესებს ტვინის მუშაობასაც.

ამ ყველაფრის ფონზე, რა თქმა უნდა თევზის ცხიმის სარგებელი უდავოა, მაგრამ თუ ალერგიისადმი ხართ მიდრეკილი, სანამ ამ წამას მიიღებთ აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

Facebook კომენტარები
Exit mobile version