ყელის სტრეპტოკოკი: 10 ნატურალური საშუალება, რომელიც პრობლემის გადასაჭრელად გამოგადგებათ
თუ ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეუწუხებიხართ ფარინგიტს, დარწმუნებულნი ვართ კარგად გეცოდინებათ, თუ რამდენად დიდ ტკივილებთან და დისკომფორტთანაა დაკავშირებული ეს პრობლემა.
რა არის ფარინგიტი?
მწვავე ფარინგიტი – ეს ის ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც იწვევს ყელის ანთებას. ხოლო თუ პრობლემის გადასაჭრელად დროულად არ მოვიმოქმედებთ რაიმეს, მან გაცილებით მწვავე ფორმები შეიძლება შეიძინოს და გადაიზარდოს რევმატიზმში ან თირკმელების ანთებაშიც კი.
ყელის სტრეპტოკოკის სამკურნალოდ ინიშნება ანტიბიოტიკები, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, თუ რამდენი გვერდითი მოვლენა და უკუჩვენებაა დამხასიათებელი ანტიბიოტიკური მკურნალობისთვის. ხოლო თუ საქმე მწვავე ფარინგიტთან გაქვთ, მაინც გირჩევთ, სამკურნალოდ ნატურალური საშუალებები გამოიყენოთ, რომლებიც საგრძნობლად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას და გაგიძლიერებთ იმუნურ სისტემას ბუნებრივი გზით.
მოდით გავეცნოთ ნატურალურ საშუალებებს, რომლებიც უნდა გამოიყენოთ მწვავე ფარინგიტის სამკურნალოდ
ვიწტებთ D ვიტამინით – მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ D ვიტამინი ერთ-ერთი მნიშვნელოვანესი ელემენტია, რომელიც დიდ როლს თამაშობს ჩვენი იმუნური სისტემის გაძლიერებაში. მეტასაც გეტყვით, არსებობს პირდაპირი კავშირი ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტსა და ისეთი რესპირატორული დაავადებების გავრცელებას შორის, რომელთაც სტრეპტოკოკური ბაქტერიები იწვევს.
ბალახეულის ჩაი – ბალახეულის ჩაი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მწვავე ფარინგიტის სიმპტომების შესამსუბუქებლად. მაგალითად, გვირილის ჩაი შეიცავს ისეთ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ამცირებს ტკივილისა და ანთებას, ხოლო ბაბუაწვერა – კურნავს ინფექციებს და აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას.
ვაშლის ძმარი – მოცემული პროდუქტი შეიცავს ძმარმჟავას, რომელიც ძალიან ძლიერი ბუნებრივი ანტიბაქტერიული საშუალებაა.
პიტნის ზეთი – ეს პროდუქტი შეიცავს მენთოლს – ნივთიერებას, რომელიც იწვევს გაყინვის შეგრძნებას და აქვს დამამშვიდებელი ეფექტიც. ჩაამატეთ 1 ჩაის ჭიქა წყალში რამდენიმე წვეთი პიტნის ზეთი და გამოივლეთ ის პირის ღრუში, რათა საგრძნობლად შეიმსუბუქოთ უსიამოვნო სიმპტომები.
ნატურალური თაფლი – ყველას კარგად მოგვეხსენება რამდენად სასარგებლოა თაფლი, რადგან მას შეუძლია დამცავი ბარიერის შექმნა, რომელიც თავიდან აგვარიდებს ინფექციებისა და მავნე ბაქტერიების გამრავლებას, თანაც საგრძნობლად შეამსუბუქებს ტკივილს.
ძვლის ბულიონი – ძვლის ბულიონი მდიდარია ისეთი სასარგებლო მინერალებით, როგორიცაა: ფოსფორი, მაგნიუმი და კალციუმი. გარდა ამისა, ის სათანადოდ ატენიანებს მთელ სხეულს და აძლიერებს ორგანიზმის თავდაცვით ძალებს.
ანწლი – ეს მცენარე გამოირჩევა ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებებით. თუ მის ნახარშს პირის ღრუში გამოივლებთ, შეძლებთ ინფექციის გამომწვევი ბაქტერიების განადგურებას და უსიამოვნო შეგრძნებების შემსუბუქებასაც.