vap.ge

მარტივად მოამზადეთ ნივრის ლიქიორი, რომელიც საკმაოდ ბევრ დაავადებას ეფექტურად ებრძვის!

მარტივად მოამზადეთ ნივრის ლიქიორი, რომელიც საკმაოდ ბევრ დაავადებას ეფექტურად ებრძვის!

ყველაფერი ძალიან მარივია, უბრალოდ თქვენი მონდომებაა საჭირო და შედეგიც მალევე თვალსაჩინო იქნება!

ამ გასაოცარი საშუალების მოსამზადებლად თავდაპირველად მოიმარაგეთ კარგად გარეცხილი და კანისგან გასუფთავებული 12 კბილი ნიორი. შემდგომ უბრალოდ თითოეული მათგანი გაჭერით 4 თანაბარ ნაწილად და მოათავსეთ მინის ქილაში.

ამის შემდგომ დაასხით ზემოდან დაახლოებით 3 ჩაის ჭიქა წითელი ღვინო, ქილას დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ ფანჯრის რაფაზე მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ 2 კვირის განმავლობაში. ყოველდღიურად ქილა მინიმუმ 2-ჯერ მაინც კარგად შეანჯღრიეთ. დროის გასვლის შემდეგ კი დაყოვნებული სითხე უნდა გადაწუროთ მუქი ფერის ახალ ბოთლში.

ნივრის ეს მართლაც, რომ გასაოცარი ლიქიორი აუცილებლად მიირთვით დღეში 3-ჯერ თითო ჩაის კოვზის ოდენობით, ჭამამდე 15 წუთით ადრე. დაახლოებით ამ შესანიშნავი კურსის ხანგრძლივობა – 1 თვეა.

ის მართლაც რომ არაჩვეულებრივი საშუალებაა ყველასთვის, ვისაც ჯანმრთელობის გაუმჯობესება სურს!გამოდევნის ორგანიზმიდან მარილებს, წმენდს სისხლს, ამაღლებს ორგანიზმის თავდაცვით ძალებს, აძლიერებს სისხლძარღვებს, გვიზრდის შრომისუნარიანობას და ა.შ.

განსაკუთრებით სასარგებლო ნივრის ლიქიორი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვისაა. რადგან მას შესწევს უნარი მოგვაშოროს ზედმეტი ცხიმები და გაგვიუმჯობესოს ნივთიერებათა ცვლის პროცესები.

ასევე დამატებით იმასაც გეტყვით, რომ მოცემული სასმელი შეუცვლელია ქალური დაავადებებისთვის და ანთების სამკურნალოდ. 1 თვის განმავლობაში თქვენ მართლაც , რომ ბოლომდე გაწმენდთ სხეულს მავნე ნარჩენებისგან.

დიდი იმედი გვაქვს არ დაიზარებთ ამ საშალების მომზადებას და გამოყენებას! მისი სარგებელი ძალიან ბევრმა საკუთარ თავზე გამოსცადა და კმაყოფილნიც კი დარჩნენ შედეგით.

იმედია თქვენთვისაც სასარგებლო აღმოჩნდება! შედეგები კი აუცილელად გაგვიზიარეთ

Facebook კომენტარები
Exit mobile version