vap.ge

რა იწვევს და როგორ მოვუაროთ ჩაზრდილ ფრჩხილს?! ყველაზე აქტუალური პრობლემის მარტივი გადაჭრა..

რა იწვევს და როგორ მოვუაროთ ჩაზრდილ ფრჩხილს?! ყველაზე აქტუალური პრობლემის მარტივი გადაჭრა..

ჩაზრდილი ფრჩხილები – ეს საკმაოდ მტკივნეული, ულამაზო და სერიოზული ანთებითი პროცესების გამომწვევია. საინტერესოა როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ პრობლემას?

სიმპტომები: ფრჩხილის პლასტინის ჩაზრდა ახლომდებარე კანში – საკმაოდ მტკივნეული პროცესია და მისი შემჩნევა ადვილია. მთავარი სიმპტომებია – სიწითლე, ანთება, მტკივნეული შეგრძნებები სიარულის დროს.

ფრჩხილის ჩაზრდის მიზეზები:

როგორ არ დავუშვათ ფრჩხილის ჩაზრდა?

სწორად დაიჭერით ფრჩხილები, მნიშვნელოვანია, რომ ფრჩხილები სწორ ხაზზე დაიჭრათ, მათი ბუნებრივი ფორმის მიხედვით (არა ისე, როგორც ხელებზე). ნუ დაიჭრით ფრჩხილებს კანთან ძალიან ახლოს, რადგან ეს იოლად იწვევს გაღიზიანებას და კანში შესაძლებელია ინფექციის მოხვედრა. კანი ფრთხილად უნდა მოიჭრას, სასურველია, სპეციალური მოსაცილებელი სითხის დახმარებით. სითხის წყალობით, კანი დარბილდება და ფრჩხილის დაზიანების რისკიც შემცირდება.ერიდეთ ვიწრო ფეხსაცმელს წვეტიანი ცხვირით. ეს შეიძლება ფრჩხილის ჩაზრდის მიზეზიც კი გახდეს. ნუ დაუშვებთ სოკოს დაავადების განვითარებას. თუ ფრჩხილის პლასტინაზე ცვლილებები შენიშნეთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

გაიკეთეთ პროფესიონალური პედიკიური:

ადამიანებმა, რომლებიც მიდრეკილნი არიან ფრჩხილის ჩაზრდისკენ, პედიკიური სალონში, სპეციალისთთან უნდა გაიკეთონ, რომელიც სპეციალური ინსტრუმენტების მეშვეობით სწორად დააჭრის ფრჩხილებს. ქირურგიული ოპერაცია ხშირად სრულდება ფრჩხილის სრული მოცილებით, ანუ აცილებენ არა მიზეზებს, არამედ შედეგებს. ოპერაციის შემდეგ კი ფრჩხილი, დიდი ალბათობით, კვლავ ჩაიზრდება.

ყოველთვის ყურადღებით იყავით გაითვალისწინეთ ჩვენი მინიმალური რჩევები მაინც და მდგომარეობის შემჩნევისთანავე ეცადეთ მის მკურნალობას, სხვა შემთვევაშ კი მიმართეთ კომპეტენტურ პიროვნებას!

ერთი შეხედვით უბრალო პრობლემა შესაძლოა სერიოზულ მდგომარეობაშიც კი გადაიზარდოს!

Facebook კომენტარები
Exit mobile version