vap.ge

საშუალება, რომელიც გათენებულ ღამეებს დაგავიწყებთ და დაგიმშვიდებთ ნერვებს! მოამზადეთ და აუცილებლად მიირთვით ეს ჩაი 

საშუალება, რომელიც გათენებულ ღამეებს დაგავიწყებთ და დაგიმშვიდებთ ნერვებს! მოამზადეთ და აუცილებლად მიირთვით ეს ჩაი 

ალბათ ბევრს გამოგიცდიათ შემთხვევა, როდესაც საწოლში დაწოლის შემდგომ საკმაოდ დიდი ხანი მაინც არ ჩაგძინებიათ და როგორც იტყვიან ის ღამე "თეთრად გაგითენებიათ"

ყველაზე სამწუხარო კი ის ფაქტი ხდება, როდესაც ეს მდგომარეობა ქრონიკულ სახეს ღებულობს და ყოველ ჯერზე ჩაძინება უფრო და უფრო რთულდება. ეს კი პირდაპირ უარყოფითად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე, რადგან ორგანიზმისთვის ძილი და მოსვენებული მდგომარეობა ერთ-ერთი სასიცოცხლოდ აუცილებელი ნაწილია

სწორედ ამიტომაც, დღევანდელ სტატიაში გვსურს გაგაფრთხილოთ. თუ ეს მდგომარეობა თქვენთვისაც საკმაოდ ნაცნობი საკითხია, მაშინ სჯობს დროულად ჩაერიოთ და აუცილებლად სცადოთ ბანანის ჩაი. ის დაგიმშვიდებთ ნერვულ სისტემას და შეგიწყობთ ხელს ხარსიხიანად გამოძინებაში.

გაგაცნობთ, თუ როგორ მოქმედებს ბანანის ჩაი უძილობის წინააღმდეგ:

ბანანის ჩაი არა მხოლოდ საუცხოო არომატის მქონე სასმელია, არამედ ჩვენი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლო პროდუქტადაც ითვლება. ის შეიცავს დიდი რაოდენობით კალიუმს, რომელიც არეგულირებს სისხლის წნევას, მაგნიუმს, რომელიც ადუნებს კუნთებს და ვიტამინს B6-ს, რომელიც ამშვიდებს მთელ ნერვულ სისტემას და სრულყოფილად ამზადებს ჩვენს სხეულს გამოძინებისთვის.

ხოლო მისგან მომზადებული ჩაის რეცეპტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტი დარიჩინია, რომელიც არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში.

საოცარი სასმელის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები (2 პორციისთვის): 

მომზადება და გამოყენება უმარტივესია:

მდუღარე წყალში მოათავსეთ ორივე ბანანი (კანგაცლილი). ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთით.

შემდგომ უკვე გადმოდგით ქვაბი ცეცხლიდან, დაუმატეთ დარიჩინი, დააფარეთ თავსახური და დააყოვნეთ 5 წუთით.

ამის შემდგომ გადაწურეთ სითხე ფინჯანში. ბოლოს კი გემრიელად მიირთვით!

ხოლო რაც შეეხება მოხარშულ ბანანს შეგიძლიათ გამოიყენოთ მეორე დილას გემრიელი საუზმის მოსამზადებლად.

ხოლო ზოგადი რეკომენდაციისთვის გეტყვით, რომ იმისათვის, რომ შეამზადოთ ორგანიზმი ძილისთვის, დაწოლამდე 1 საათით ადრე მოშორდით ტელევიზორსა და ტელეფონებს. და ეცადეთ სრულიად ჩაბნელებულ თუ არა, შედარებით მყუდრო ოთახში დაიძინოთ!

Facebook კომენტარები
Exit mobile version