ფაღარათი ორგანიზმისთვის საკმაოდ სტრესული მდგომარეობაა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე რომ ამ დროს ორგანიზმიდან ვკარგავთ ყველა ვიტამინსა თუ სასარგებლო ნივთიერებას და ნელ-ნელა ორგანიზმიც იფიტება
მის სამკურნალოდ არა ერთი ხალხური რეცეპტი არსებობს, თუმცა საინტერესოა რამდენადაა ცნობილი ეს უკანასკნეი თქვენთვის?:
ხოლო მოზრდილებისა და ბავშვებისათვის (5 წლის ზემოთ)ფაღარათის საწინააღმდეგოდ
რეკომენდებულია დაფქვილი „კუტი კულას“ — ქათმის კუჭის შიგნითა გარსის მიღება.
ამისათვის, სასურველია, გარსი წინასწარ გქონდეთ მომზადებული. ის ნაზად უნდა
მოაცილოთ ქათმის კუჭს, კარგად გარეცხოთ და გააშროთ (გაახმოთ). გამოყენების წინ
ქვასანაყში დანაყოთ და ფხვნილის სახით მიიღოთ 2-ჯერ დღეში თბილი წყლის მიყოლებით.
ასევე სასურველია ოჯახში გქონდეთ წინასწარ მომზადებული შოთხვის ნაყენი, რომელსაც ფაღარათის დროს გამოიყენებთ.
აიღეთ 2 ჩაის კოვზი წვრილად დაქუცმაცებული შოთხვის ქერქი, დაასხით 1 ჭიქა არაყი, გააჩერეთ 2 კვირა. ხოლო უშუალოდ ფაღარათის დროს მიიღეთ დღეში 4-ჯერ 1 ჩაის კოვზის ოდენობით.
სასარგებლოა მოცვის ნაყენის მიღებაც. მოცვის ნაყოფს უნდა დაასხათ მდუღარე
წყალი, ცოტა ხანს გააჩეროთ ჩაის ნაყენის მსგავსად და შემდეგ მიირთვათ.
– კარგი საშუალებაა ფაღარათის დროს ცირცელის ახალგამოწურული წვენიც — მიღების წესი დღეში 3-ჯერ 1/3 ჭიქა.
მუხის ქერქის ნაყენი მხოლოდ მოზრდილებისთვის (ბავშვებს ნუ დაალევინებთ) აიღეთ 1 სადილის კოვზი დაქუცმაცებული მუხის ქერქი, დაასხით 2 ჩაის ჭიქა ადუღებული და შეგრილებული წყალი, გააჩერეთ 8 საათი, გადაწურეთ და დღეში 3-ჯერ ჭამის წინ მიირთვით ყლუპ- ყლუპად.
ამ რეცეპტებიდან ერთი მაინც რომ გამოსცადოთ საკუთარ თავზე დაგვერწმუნეთ "პრობლემაც" მოგვარებული იქნება!