vap.ge

ჩაბრუნებული ფრჩხილის პრობლემას სახლშიც მარტივად მოაგვარებთ ქირურგიული ჩარევების გარეშე! აი ასე. .

ჩაბრუნებული ფრჩხილის პრობლემას სახლშიც მარტივად მოაგვარებთ ქირურგიული ჩარევების გარეშე! აი ასე. .

ეს პრობლემა საკმაოდ ბევრ ადამიანს აწუხებს. მისი მოგვარების გზები კი ყველასა ძალიან ერთულება და არავის უნდა საქმე ქირურგიულ ჩარევებამდე მივიდეს. თუ თქვენც მათ რიცხვს მიეკუთვნებით, მაშნ გაეცანით  ამ პრობლემის მოგვარების ძალიან მარტივ გზას. .

მანამდე კი გეტყვით, რომ ჩაბრუნებული ფეხის ფრჩხილი წარმოადგენს მდგომარეობას, რომლის დროსაც ფრჩხილის ნაწილი ან გვერდი ჩაიზრდება ირგვლივ მდებარე რბილ ქსოვილში.

ამ მდგომარეობას ახასიათებს: ფრჩხილის მიდამოში მუდმივი ტკივილი, რომელიც ძლიერდება ფეხსაცმლის ჩაცმისა და სიარულისას. ფრჩხილის ფირფიტის სიმკვრივის გაზრდა, დეფორმირება, ჩირქის გაჩენა და რბილი ქსოვილის გაუხეშება.

ამის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა მრავალი რამ იყოს, კერძოდ კი: მოჭერილი ფეხსაცმლის ტარება, რომელიც აწვება ფრჩხილებს, არასწორად ან ძალიან მოკლედ მოჭრილი ფრჩხილები, ფრჩხილის დაზიანება/გაჭრა და ა.შ

ახლა კი მთავარ საკითხს დავუბრუნდეთ როგორ ავირიდოთ ფრჩხილის ჩაბრუნება?

პრობლემის აღმოჩენისთანავე ძალიან კარგია თბილი აბაზანები. ხოლო აბაზანის შემდეგ ფრჩხილსა და რბილ ქსოვილს შორის მოათავსეთ მარლა, რომელიც პენიცილინისა და ფურაცილინის ხსნარშია დასველებული.

აქვე გთავაზობთ 2 რეცეპტს, ჩაზრდილი ფრჩხილის პრობლემის მოსაგვარებლად:

თასში მოათავსეთ 1 ცალი დაბლენდერებული ან გატარებული ალოეს ფოთოლი და დაასხით 1 ჩ.კ. თბილი ანადუღარი წყალი. მიღებულ ნარევში დაასველეთ ბამბა და დაიდეთ ფრჩხილის ქვეშ. კარგად გადაიკარით ზედ პოლიეთილენი და დილით ფრჩხილი უკვე დარბილებული იქნება, რომელსაც მარტივად მოიჭრით.

მტკივნეულ თითზე წამოიცვით სათითური, რომელშიც წინასწარ მოათავსებთ კარაქს. ჩაიცვით წინდა, რომ არ მოგძვრეთ ღამით. ეს პროცედურები ტარდება 2–3 კვირის მანძილზე და ეხმარება ტკივილის გაქრობას, ფრჩხილის დარბილებას. როცა ტკივილი სრულად გაქრება, ფხრჩილის ქვეშ ამოუდეთ მარლა.

Facebook კომენტარები
Exit mobile version