vap.ge

კვერცხის მოხარშვისას წყალს დაუმატეთ საცხობი სოდა – მიზეზი ბრწყინვალეა!

კვერცხის მოხარშვისას წყალს დაუმატეთ საცხობი სოდა - მიზეზი ბრწყინვალეა!

სასარგებლო მინიშნებები

ყველა პრობლემიდან არსებობს გამოსავალი. ამას ბევრი ამბობს და ნამდვილადაც ასეა. ხოლო განსაკუთრებით მაშინ, როცა მოხარშულ კვერცხზე ვსაუბრობთ.

დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ ფანტასტიკურ ხრიკს, რომელიც ბევრად გაგიადვილებთ ცხოვრებას. ექსპერტები ამბობენ, რომ 7-10 დღის კვერცხი იდეალურია მოხარშვისთვის და მისი ნაჭუჭი მოხარსვის შემდგომ ყველაზე ადვილად მოსაშორებელია. ალბათ შეგიმჩნევიათ ისიც, რომ ზოგიერთი კვერცხის ნაჭუჭი უპრობლემოდ შეგიძლიათ გაფცქვნათ, ზოგის კი უფრო რთულია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შესაძლოა ერთი და იგივე ადგილას ინახებოდა.

ამ სახის უსიამოვნო სიურპრიზების თავიდან ასაცილებლად, ხარშვისას კვერცს დაამატეთ ჩაის კოვზი სოდა. ძველი კვერცხები უფრო ტუტეა, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ მათ უფრო ადვილად მოაცილოთ კანი, ხოლო ახალი კვერცხი საპირისპიროა, ისინი ნაკლებად ტუტეა, ამიტომ მათ შემთხვევაში უფრო მეტ პრობლემას ქმნის ნაჭუჭის მოშრება. საცხობი სოდა ზრდის ტუტე გარემოს და შედეგად უნდა შეძლოთ მათი უპრობლემოდ მოცილება.

აქაა კიდევ რამდენიმე ხრიკი იდეალურად მოხარშული კვერცხისთვის:

თუ არ იცით რამდენი დღისაა კვერცხი, სცადეთ ეს ხრიკი: ჩადეთ წყალში და დააკვირდით. თუ ისინი გვერდულად გადაყირავდებიან (ჰორიზონტალურად), მაშინ ახალია. ხოლო თუ ვერტიკალურად იძირებიან, შესანიშნავია გამოყენებისთვის. ხოლო კვერცხი, რომელიც ზედაპირზე ცურავს, ძველია.

თუ გსურთ კვერცხის მოხარშვა, უმჯობესია ის მოათავსოთ ცივ წყალში და შემდეგ დაიწყოთ მოხარშვა. მაშინ უფრო სავარაუდოა, რომ ისინი არ გაიბზარება.

ხოლო თუ გსურთ კვერცხი რბილი გულით მოხარშოთ (თონთხლო), სუფრის კოვზით ჩაყარეთ ცხელ წყალში და დაინიშნეთ დრო. კვერცხის ზომიდან გამომდინარე, დაგჭირდებათ დაახლოებით 3 წუთი.

მოხარშვისას დარწმუნდით, რომ ყველა კვერცხი თანაბრად დაფარულია წყლით, რადგან ისინი თანაბრად არ მოიხარშება. ასევე, თუ მათ ძალიან დიდხანს მოხარშავთ, კვერცხის გული მომწვანო შეფერილობას მიიღებს, ცილა კი ტარის მსგავსი გახდება.

მოხარშვის შემდეგ კვერცხი ცივ წყალში მოათავსეთ. ეს მეთოდი გაგიმარტივებთ შემდგომში მისი ნაჭუჭის მოშორების პროცესს

Facebook კომენტარები
Exit mobile version