vap.ge

წამალი ჭიქაში: ეს ჯანჯაფილის და ნივრის სუპი ებრძვის გაციებას, გრიპს და სინუსურ ინფექციებს

წამალი ჭიქაში: ეს ჯანჯაფილის და ნივრის სუპი ებრძვის გაციებას, გრიპს და სინუსურ ინფექციებს

გემრიელიცაა და ჯანსაღიც!

ტრადიციული ჩინური მედიცინა თვლის, რომ თითოეული საკვები ორგანიზმში განსხვავებულად მოქმედებს, მიუხედავად მისი უნიკალური კვებითი ღირებულებისა.

ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ, ამიტომ თქვენ თავადვე უნდა იპოვოთ გზა საკუთარი სხეულის გაციების ნიშნების ამოცნობისთვის. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, სწორი საკვების მოხმარება ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის სამკურნალოდ და ორგანიზმის დაბალანსების მიზნით.

როდესაც აცივდება, უკვე უნდა დავიწყოთ ნოყიერი საკვების მოხმარება, როგორიცაა თბილი სასმელები, სუპები და სანელებლები, როგორიცაა ჯანჯაფილი, კუმინი და დარიჩინი

ჯანჯაფილი ჩინურ მედიცინაში ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო, გამათბობელი სანელებელია. ის ღრმად ათბობს სხეულს და ამიტომ იდეალურია ზამთრის სეზონისთვის.

ადამიანები, რომლებიც მუდმივად ცივდებიან, ტრადიციული ჩინური მედიცინის თანახმად, ზამთარში უფრო ძლიერ ტკივილს განიცდიან, განსაკუთრებით მუხლებსა და წელის არეში, აქვთ ძალიან ხშირი და ფერმკრთალი შარდვა და ღამის შარდვის ხშირი სურვილი.

მათ აწუხებთ ნაწლავები, მიდრეკილნი არიან შეშუპების, დაღლილობისა და სურდოსკენ. სწორედ ეს ადამიანები დიდ სარგებელს მიიღებენ მშრალი ჯანჯაფილის ჩაის ყოველდღიური მიღებით, ან ამ სანელებლის საკვებში დამატებით.

ხოლო მათთვის, ვისაც ხშირად აწუხებს გაციება და შემცივნება, მაგრამ არა სიცხე, ცხვირიდან გამონადენი (მკაფიო წყლიანი ლორწოთი და ხშირი ცემინება), ჯანჯაფილი ბუნების ნამდვილი სასწაულია! ამ შემთხვევაში მიირთვით ახალი ან უმი ჯანჯაფილი. უბრალოდ დაჭერით ან გახეხეთ და შეურიეთ უმი სახით თაფლს და ლიმონს.

ხოლო თუ გაწუხებთ ყელის ტკივილი და სქელი ყვითელი ლორწოს გამოდევნა ხველების დროს ან თუნდაც ცხელება, არ გამოიყენოთ ჯანჯაფილი, ამ დროს სცადეთ პიტნა.

ხოლო ჯანჯაფილის წვნიანი, რომელსაც დღეს გირჩევთ, სასწაულებს მოახდენს თქვენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ცივ სეზონზე. როცა გაციების დაწყებას იგრძნობთ, მოამზადეთ იგი და ებრძოლეთ დაავადებს პროგრესირებამდე!

შემადგენლობა:

- 6 ჭიქა ქათმის ბულიონი
- 1-2 სმ ახალი ჯანჯაფილი, თხლად დაჭრილი
- 1-2 კბილი ნიორი გახეხილი და დაჭრილი
- 4 მწვანე ხახვი, დაჭრილი საშუალო ზომის ნაჭრებად

მომზადება: ქვაბში დაამატეთ ნიორი, ჯანჯაფილი და ხახვი. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ სოკოც სრუვილისამებრ. შემდეგ ჩაასხით ბულიონი და განაგრძეთ ხარშვა, სანამ ინგრედიენტები არ დარბილდება. შემდეგ დაამატეთ დანარჩენი ბულიონი და მიიყვანეთ ადუღებამდე. შეამცირეთ სითბო და გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში.

გამოყენება:

ბულიონი შეგიძლიათ რამდენიმე დღით მაცივარში დატოვოთ. დალიეთ ეს გემრიელი ბულიონი მთელი დღის განმავლობაში და შეგიძლიათ მიირთვათ ჯანჯაფილის ნაჭრებიც უკეთესი ეფექტისთვის.

მოერიდეთ მარილის ჭარბ გამოყენებას!

Facebook კომენტარები
Exit mobile version