vap.ge

5 პროდუქტი, რომელიც სწრაფად აშორებს ნახველს და ლორწოს ფილტვებიდან!

5 პროდუქტი, რომელიც სწრაფად აშორებს ნახველს და ლორწოს ფილტვებიდან!

ბუნებრივი მკურნალობა

ყველა თავს საშინლად გრძნობს, როდესაც ლორწო და ნახველი უგროვდებათ ცხვირის ღრუში ან ფილტვებში. რადგან ეს ყველაფერი დამატებით იწვევს გულმკერდის შებოჭილობას, მუდმივ ხველას და სუნთქვის პრობლემებს.

შემდეგი 5 ბუნებრივი საშუალება სწრაფად აღმოფხვრის ნახველს და ლორწოს:

კურკუმა:

კურკუმაში შემავალი აქტიური ნივთიერება, კურკუმინი, პასუხისმგებელია მის სამკურნალო თვისებებზე. ის ებრძვის ნებისმიერი სახის ბაქტერიებს და მარილთან შერწყმისას ამშვიდებს ყელის ტკივილს და ინფექციებს .

ინგრედიენტები:

- 1 ჩაის კოვზი კურკუმა
- 1/2 ჩაის კოვზი მარილი
- 1 ჭიქა თბილი წყალი

მომზადება: ჭიქა თბილ წყალს დაუმატეთ სუფრის კოვზი კურკუმა და მოაყარეთ მარილი. დალიეთ ეს 3-4 ჯერ დღეში ლორწოს მოსაშორებლად და ყელში ნახველის დაგროვების შესამცირებლად.

ჯანჯაფილი:

ჯანჯაფილი ძლიერი ბუნებრივი ანტიჰისტამინური და დეკონგესანტი საშუალებაა ძლიერი ანტივირუსული და ანტიბაქტერიული თვისებებით, რომელიც აძლიერებს იმუნიტეტს და მკურნალობს მრავალ დაავადებას.

ეს ძლიერი საშუალება ასევე ამშვიდებს შეშუპებას ზედმეტი ლორწოს აღმოფხვრის გზით. უნდა დალიოთ 3-4 ჭიქა ამ ჩაიდან ნახველის მოსაშორებლად ან დაღეჭოთ ჯანჯაფილის რამდენიმე ნაჭერი ყოველდღიურად :

ინგრედიენტები:

- 6-7 ცალი ჯანჯაფილი
- 1 ჩაის კოვზი შავი პილპილი
- 1 ჩაის კოვზი თაფლი
- 2 ჭიქა წყალი

მომზადება: გააცხელეთ წყალი და როგორც კი ადუღებას დაიწყებს, დაუმატეთ ჯანჯაფილი და წიწაკა. დაახურეთ და ერთი წუთის შემდეგ შეამცირეთ სითბო. გააჩერეთ 5-7 წუთი ადუღებამდე, გადაწურეთ და დაუმატეთ თაფლი.

ვაშლის ძმარი:

ვაშლის ძმარი წარმოუდგენლად სასარგებლო ბუნებრივი სასწაულია, რომელიც არეგულირებს pH ბალანსს ორგანიზმში და ხელს უშლის ლორწოს ჭარბ წარმოქმნას.

ჭიქა წყალს უნდა დაუმატოთ ერთი ჩაის კოვზი უმი, გაუფილტრავი ვაშლის ძმარი, მოურიოთ და დღეში რამდენჯერმე დალიოთ ნახველის მოსაშორებლად. ყელის ტკივილის დასამშვიდებლად, შეგიძლიათ ამ საშუალების გამოვლებაც.

ორთქლი:

ორთქლი ხსნის ნახველს და ლორწოს ყელში და ამით ასუფთავებს სასუნთქ გზებს. ეს დაამშვიდებს შეშუპებას და მყისიერად განმუხტავს სიტუაციასაც.

ინგრედიენტები:

- 1/2 ჩაის კოვზი თიამი
- 1/2 ჩაის კოვზი ხმელი როზმარინი
- 4-5 ჭიქა მდუღარე ცხელი წყალი

მომზადება: ცხელ წყალში მოათავსეთ მითითებული მწვანილი და დადექით ორთქლის შესასუნთქად. გადაიფარეთ პირსახოცი თავზე, რათა ორთქლი პირდაპირ სახეში მოხვდეს და გაიკეთეთ მსგავსად ინჰალაცია სადამდეც გაუძლებთ. გაიმეორეთ პროცედურა დღეში სამიდან ოთხჯერ.

თაფლი და ლიმონი

თაფლის ძლიერი ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები ამშვიდებს გაღიზიანებულ სასუნთქ გზებს, ხოლო ლიმონის C ვიტამინის მაღალი შემცველობა ასუფთავებს სასუნთქ გზებს და აძლიერებს იმუნიტეტს. ეს კომბინაცია ძლიერი, ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა ხველის და გაციების დროს!

ინგრედიენტები:

- 1 სუფრის კოვზი თაფლი
- 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

მომზადება: შეურიეთ ინგრედიენტები თასში და კარგად აურიეთ. დალიეთ ეს საშუალება დღეში სამჯერ, რათა შეამციროთ ლორწოს და ნახველის დაგროვება.

Facebook კომენტარები
Exit mobile version