"არ მეგულება ადამიანი ვისაც წნევის პრობლემა ერთხელ მაინც არ ჰქონია, მას კი ეს საშუალება ეფექტურად შველის . . "
დღესდღეობით უამრავი წნევის წამალია ხელმისაწვდომი აფთიაქებში, მაგრამ ბევრ მათგანს სამკურნალო ეფექტთან ერთად უკუეფექტებიც აქვს, ამიტომ როცა პირველად წნევის მატება შევამჩნიე, ქიმიური წამლების ნაცვლად მცენარეულ რეცეპტებს დავუწყე ძებნა და არც შევმცდარვარ — არაჩვეულებრივი შედეგი მივიღე:
1 თავ გაფცქვნილ ხახვს დაასხით 100 გ მდუღარე წყალი, დატოვეთ მთელი ღამე და ნაყენი დილით, უზმოზე დალიეთ. მკურნალობის კურსი 2 კვირაა. თურმე ხახვი მხოლოდ არტერიულ წნევას კი არ სწევს დაბლა, არამედ სისხლძარღვების მდგომარეობასაც აუმჯობესებს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს დიეტას — უნდა შეზღუდოთ მარილის მოხმარება. თავიდან მეც ძალიან მიჭირდა, მაგრამ მერე მივეჩვიე უმარილო საკვებს. ახლა მარილს აღარაფერს ვაყრი და არც მარილიან საჭმელებს (კონსერვს, მწნილს, შაშხს) გეახლებით. ვგრძნობ, როგორ დამიცხრა შეშუპებული ფეხები და სახე, სხეული შემიმსუბუქდა. მერწმუნეთ, თუ მარილზე უარს იტყვით, შვებას თქვენც იგრძნობთ.
ამიტომ ყველას გირჩევთ ამ საოცარი პროდუქტის გამოყენებას და თქვენს საკვებ რაციონში მის დამატებას.
წყარო: კარაბადინი