vap.ge

“დედაჩემი 80 წლისაა და რეგულარულად სვამს ამ მცენარეულ ნაყენებს, რომლებიც უნარჩუნებს ჯანმრთელ გულ-სისხლძარღვთა სისტემას და ახალგაზრდულ მეხსიერებას” თქვენც სცადეთ!

"დედაჩემი 80 წლისაა და რეგულარულად სვამს ამ მცენარეულ ნაყენებს, რომლებიც უნარჩუნებს ჯანმრთელ გულ-სისხლძარღვთა სისტემას და ახალგაზრდულ მეხსიერებას" თქვენც სცადეთ!

დედაჩემი 80 წლისაა, მაგრამ ყველა გაოცებულია მისი გამრჯეობით და მეხსიერებით. ეს ხალხური მედიცინის დამსახურებაა — თვითონვე აგროვებს მცენარეებს და თითქმის ყველა დაავადების სამკურნალო საშუალება იცის. ამ ასაკში ადამიანის მთავარი მტერი სკლეროზია. დედამ მითხრა, სკლეროზი მხოლოდ მეხსიერების დაქვეითება კი არ არის, სისხლძარღვების დაბინძურება და მათი ელასტიკურობის დაქვეითებაცაა.

სენმა რომ არ შეგვაწუხოს, სისხლძარღვების სიჯანსაღეზე უნდა ვიზრუნოთო. რეგულარულად სვამს მცენარეულ ნაყენებს, რომლებიც უნარჩუნებს ჯანმრთელ გულ-სისხლძარღვთა სისტემას და ახალგაზრდულ მეხსიერებას. დედა ივნისში აგროვებს თეთრი ფითრის ფოთლებს, კუნელის ყვავილს და ნიორს. ამ მცენარეებისგან მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ მოამზადოთ ნაყენი. დედა ასეთი ნაყენით სამკვირიან კურსს იტარებს წელიწადში რამდენჯერმე, შესვენებებით. ...

თანაბარი რაოდენობის ფითრის ფოთლებისა და კუნელის ყვავილს შეურიეთ დაახლოებით ორჯერ მეტი დაკეპილი ნიორი. ამ ნარევის 3 ჩ/კ-ს დაასხით 3 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და დადგით მთელი ღამის განმავლობაში თავდახურული. დილით გადაწურეთ და სვით თითო ჭიქა 3-ჯერ დღეში, 12-18 დღის განმავლობაში. ყოველი კურსის შემდეგ ერთი თვე მაინც უნდა დაისვენოთ. შეიძლება მკურნალობის კურსი ჩაიტაროთ სამ თვეში ერთხელ. ეს ნაყენი ამაგრებს და წმენდს სისხლძარღვებს.

ექიმის კომენტარი: ფითრი ალვის ხის, ნეკერჩხლის, ცაცხვის, თელის, მსხლის, ვაშლის და სხვა მცენარეების პარაზიტია. ფითრის ტოტების ბოლოებზე სქელი, ორწლიანი ფოთლები მოპირისპირედ სხედან. ძველად ამ მცენარეს ხმარობდნენ ნერვული დაავადებების, თავბრუს და კრუნჩხვების დროს, აგრეთვე, როგორც გარეგან საშუალებად — ჩირქგროვების სამკურნალოდ. ამჟამად დადგენილია, რომ ფითრის ფოთლებისგან მომზადებულ პრეპარატებს აქვთ წნევის დამწევი და დამამშვიდებელი მოქმედება, აუმჯობესებენ გულის მუშაობას. არსებობს ფითრის პრეპარატები — ვისკულენი, ვისციზატი და სხვა.

ფითრის ნაყენი ააქტიურებს დიურეზს (შარდის გამოყოფას) და წმენდს ორგანიზმს აზოტოვანი ნარჩენებისგან. ფითრს იყენებენ ათეროსკლეროზის, ნეფრიტების და თირკმლის სხვა დაავადებების კომპლექსური მკურნალობისთვის. კუნელის შესახებ მოკლედ გეტყვით, რომ ეს მცენარე ეფექტიანია გულ-სისხლძარღვთა და ცენტრალური ნერვული სისტემების დაავადებათა დროს. მას იყენებენ ჰიპერტონიული დაავადების, სტენოკარდიის, ანგიონევროზების, მოციმციმე არითმიის, პაროქსიზმული ტაქიკარდიის, ათეროსკლეროზის, კლიმაქსური ნევროზის და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. კუნელი ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას გულისა და ტვინის სისხლძარღვებში, აქვს სკლეროზის საწინააღმდეგო მოქმედება.

ნიორი, ასევე, ეფექტიანი ანტისკლეროზული საშუალებაა. მას ხალხურ მედიცინა- ში ფართოდ იყენებენ სისხლძარღვთა ათეროსკლეროზული გადაგვარებების პროფილაქტიკისთვის, თუმცა ნიორს, აგრეთვე, აქვს ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ანტივირუსული მოქმედებაც. ამიტომ რეკომენდებულია ზედა სასუნთქი გზების ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.

Facebook კომენტარები
Exit mobile version