vap.ge

უკვე ათი წელია, შაქრიანი დიაბეტი მაქვს, თუმცა ინსულინის ნემსების მაგივრად მის მოსაწესრიგებლად ვარდკაჭაჭას ნაყენს ვიყენებ!

უკვე ათი წელია, შაქრიანი დიაბეტი მაქვს, თუმცა ინსულინის ნემსების მაგივრად მის მოსაწესრიგებლად ვარდკაჭაჭას ნაყენს ვიყენებ!

უკვე ათი წელია, შაქრიანი დიაბეტი მაქვს, თუმცა ინსულინის ნემსები არ მჭირდება.რეგულარულად ვიცავ დიეტას, მივეჩვიე კიდეც. ამასთან ერთად ვიყენებ, სხვადასხვა ნახარშს, რომელიც შაქარს მნიშვნელოვნად აქვეითებს. თავდაპირველად მკურნალობის პირველი კურსი რომ ჩავიტარე, მაშინვე მივხვდი, რომ ვარდკაჭაჭა მხოლოდ შაქარს კი არ აწესრიგებს, მთლიანად ორგანიზმის მდგომარეობას აუმჯობესებს- უკეთესობაც მალე ვიგრძენი.

ვარდკაჭაჭა ისევე მოქმედებს, როგორც ლობიოს გამხმარი პარკი, რომლის შესახებაც  დიაბეტიანებმა კარგად იციან, თუმცა მე ვარდკაჭაჭა უფრო მომიხდა.

ნახარშის მოსამზადებლად 2 ს/კ ვარდაკაჭაჭას გამხმარ, დანამცეცებულ ფესვებს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში 10-15 წუთი. შემდეგ შეაგრილეთ, გადაწურეთ. ნახარშის მომზადებისას წყლის ნაწილი აორთქლდება. ამიტომაც ნახარში ერთ ჭიქამდე უნდა შეავსოთ ანადუღარი წყლით. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი ჭამამდე 5-6- ჯერ დღეში. თავიდან სუფრის კოვზით ვსვამდი, შემდგომ კი დოზის გარეშე, ჩაის ნაცვლად. ვარდკაჭაჭა მართლაც, რომ უვნებელი მცენარეა,  აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და ძალიან კარგად მოქმედებს მთელ ორგანიზმზე. იმედია, დიაბეტიანები გაითვალისწინებენ ჩემს რჩევებს. აღნინშული პრობლემის მოგვარება მართლაც უმარტივესი ყოფილა ამ გასაოცარი საშუალების გამოყენებით, ნეტა ჩემთვისაც ადრე ეთქვატ ამის შესახებ

ექიმის კომენტარი: ვარდკაჭაჭა ქართულ ტრადიციულ მედიცინაში საკმაოდ ფართოდ გამოიყენებოდა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. ამ მცენარის ფესვს მართლაც გააჩნია დიაბეტის საწინააღმდეგო ეფექტი: აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და აქვეითებს გლუკოზის შემცველობას სისხლში — ნივთიერებათა ცვლის დარღვევა კი შაქრიანი დიაბეტის თანმდევი პროცესია და საფუძვლად უდევს ამ დაავადების დროს განვითარებულ თითქმის ყველა პათოლოგიურ გამოვლინებას.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები
Exit mobile version