"ექიმებმა პოდაგრის დიაგნოზი დამისვეს, თუმცა მდგომარეობას არ შევუშინდი და ხალხური რეცეპტების წყალობით სრულიად დავამრაცხე იგი!"
რამდენიმე წლის წინათ სახსრებმა შემაწუხა. ექიმებმა პოდაგრის დიაგნოზი დამისვეს. ერთ დროს სიცოცხლით სავსე კაცი სრულიად შემცვალა ტკივილებმა, რომლებიც პერიოდულად შემომიტევდა. ექიმის დანიშნულ მედიკამენტებთან ერთად მკურნალობის საკუთარი გზების ძებნა დავიწყე, ვიპოვე რამდენიმე უებარი ხალხური საშუალება და ფეხზე წამოვდეთ, წვრილად დაჭერით 1 კონა ნიახური, დაასხით 300-400 გ მდუღარე წყალი და თბილ-თბილი დალიეთ უზმოზე 7 დღის განმავლობაში.
ექიმის კომენტარი: ნიახური ორწლიანი ბოსტნეული მცენარეა, ჩვენში ყველგანაა გავრცელებული. მდიდარია ბიოაქტიური ნივთიერებებით, შეიცავს: ეთერზეთებს, B ჯგუფის და A, E ვიტამინებს, კაროტინოიდებს, ფესვებში კი უხვადაა ძმარმჟავა და ფუროკუმარინი, რომელსაც სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. ძველ ქართულ მედიცინაში სხვადასხვა დაავადების დროს იყენებდნენ ნიახურის თესლს, ფოთოლს, ფესვს, წვენს. სხვა მცენარეებისა და ნიახურისგან ამზადებდნენ ე.წ. სიქანჯუბინს, რომელსაც შარდმდენი მოქმედება ჰქონდა და თირკმელების დაავადებათა სამკურნალოდ, აგრეთვე შეშუპებების დროს გამოიყენებოდა. ნიახურის თესლი შედიოდა უძილობის, ჭორფლის მოსაშორებელი წამლების შემადგენლობაში. ნიახურის ნაყენი ორგანიზმში აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. რადგან პოდაგრა ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე პათოლოგიაა, რომელსაც თან ახლავს თირკმლის დაზიანებაც, ამ დაავადების მკურნალობის პროცესში ნიახურის ჩართვა უდავოდ დადებით შედეგს მოიტანს.