vap.ge

“თუ ვინმეს ვირუსული ინფექცია ბრონქიტით ან ფილტვების ანთებით ურთულდება, მაშინვე სალბის რძიანი ნახარშის დალევას ვურჩევ და ყველა კმაყოფილი რჩება’ . .

"თუ ვინმეს ვირუსული ინფექცია ბრონქიტით ან ფილტვების ანთებით ურთულდება, მაშინვე სალბის რძიანი ნახარშის დალევას ვურჩევ და ყველა კმაყოფილი რჩება' . .

როგორც კი გავცივდები და ყელის ტკივილს ვიგრძნობ, მაშინვე სალბის ნაყენს ვივლებ ყელში ან ვსვამ და გაციებაც ქრება ხოლმე. თუ ვინმეს ვირუსული ინფექცია ბრონქიტით ან ფილტვების ანთებით ურთულდება, მაშინვე სალბის რძიანი ნახარშის დალევას ვურჩევ და ყველა კმაყოფილი რჩება. მინდა მკითხველსაც ვასწავლო ეს რეცეპტები:

გაციებისას: 1ჩ/კ სალბის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 0,5ლ მდუღარე წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან და 30 წუთით დატოვეთ, შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა თბილი ნაყენი დღეში 3-4-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობა განაგრძეთ გამოჯანმრთელებამდე. ყელში გამოსავლებად უფრო მაგარი ნაყენის დამზადებაა საჭირო:

1ს/კ სალბს 1,5 ჭიქა წყალი უნდა დაასხათ და შემდეგ ზემოხსენებული რეცეპტის მსგავსად მოამზადოთ.ხოლო ბრონქიტის და ფილტვების ანთებისას: 1ს/კ სალბის დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ რძე, მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან და 10 წუთით დადგით, შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ ცხელ-ცხელი ძილის წინ. მკურნალობა 10 დღის განმავლობაშია საჭირო.

მე პირადად ამ გასაოცარმა საშუალებებმა ბევრად მიშველა ვიდრე სხვა რომელიმე სააფთიაქო მედიკამნეტმა! თან მათი მიღება არც მაშინებდა რადგან ვიცოდი, რომ ყველაფერი სრულიად ნატურალური იყო და ჩემს ჯანმრთელობას თუ არ ვნებდა არანაირად არ ავნებდა

ექიმის კომენტარი: სალბი მომცრო ნახევარბუჩქია. აქვს მოლურჯო-მოიისფრო, ვარდისფერი ან თეთრი ყვავილები. ფართოდ არის გავრცელებული კავკასიაში. სამკურნალოდ გამოიყენება მცენარის ფოთლები. აქვს ბაქტერიოციდული, ანთების საწინააღმდეგო, სისხლდენის შემაჩერებელი ამოსახველებელი, დამამშვიდებელი მოქმედება. სწორედ ეს განაპირობებს მცენარის იმ საერთო ეფექტს, რაც მისი პრეპარატების მიღებისას აღინიშნება.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები
Exit mobile version