vap.ge

თუ გაწუხებთ სიმძიმის შეგრძნება ღვიძლის არეში, ტკივილი ნაღვლის ბუშტში და  შებერილობა ნაწლავებში – უნდა იცოდეთ, რომ მცენარე კრაზანა ყოფილა კუჭ-ნაწლავის უებარი წამალი!!

თუ გაწუხებთ სიმძიმის შეგრძნება ღვიძლის არეში, ტკივილი ნაღვლის ბუშტში და  შებერილობა ნაწლავებში - უნდა იცოდეთ, რომ მცენარე კრაზანა ყოფილა კუჭ-ნაწლავის უებარი წამალი!!

კუჭ-ნაწლავის პრობლემა დღეს უცხო არავისთვისაა — უხარისხო და ჯანმრთელობისთვის უსარგებლო პროდუქტები უხვადაა მარკეტებისა და ბაზრობების დახლებზე, ე.წ. სწრაფი კვების ობიექტებსა თუ კაფე-ბარებში. თანაც კვების რეჟიმი გამუდმებით არეული გვაქვს.

უმრავლესობა, როცა ახერხებს და სადაც შეძლებს, იქ იკვებება. მეც ასეთი კვებით დავიზიანე ნაღვლის ბუშტი, ღვიძლი და კუჭ-ნაწლავი. გამუდმებით მაწუხებდა სიმძიმის შეგრძნება ღვიძლის არეში, მტკიოდა ნაღვლის ბუშტი, შებერილი მქონდა ნაწლავები, მქონდა გაზები. ექიმებმა მითხრეს, ქოლეცისტიტი და ენტეროკოლიტი გაქვსო.

მკურნალობის შედეგი დროებითი აღმოჩნდა. გადავწყვიტე, ხალხური მედიცინისთვის მიმემართა და მივაგენი კიდეც საშველს — მცენარე კრაზანა ყოფილა კუჭ-ნაწლავის უებარი წამალი. მისი სპირტიანი ნაყენის დამზადება თავად შეგიძლიათ.

20 გ (2ს/კ) დაქუცმაცებულ კრაზანას დაასხით 100 მლ 70-გრადუსიანი სპირტი. დადგით 2 კვირა, შემდეგ გაწურეთ, გაფილტრეთ და შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას. წყალგარეული ნაყენი უნდა მიიღოთ 40-50 წვეთი 3-4-ჯერ დღეში. შველის ღვიძლის, თირკმლების, ნაღვლის ბუშტის, კუჭ-ნაწლავის დაავადებებს, იცავს ნაღვლის ბუშტს ქვების დაგროვებისგან, ფილტრავს თირკმელებს. ძალიან კმაყოფილი ვარ. მკურნალობის ჩათავების მერე 1-2 თვე შეისვენეთ და თუ საჭირო იქნება, ისევ გაიმეორეთ კურსი.

გირჩევთ, ერთსა და იმავე დროს იკვებოთ ყოველდღიურად და მიირთვათ შედარებით დიეტური საკვები, რომელიც კუჭ-ნაწლავს არ აღიზიანებს.

ექიმის კომენტარი: კრაზანა საქართველოში ფართოდ გავრცელებული სამკურ- ნალო მცენარეა. იზრდება მშრალ, მეჩხერ ტყეებში, ტყისპირებში, მდელოებზე. კრაზანა შხამიანი მცენარეა, მაგრამ საქართველოში მისგან საქონლის მოწამვლის შემთხვევები იშვიათია. ადამიანისთვის კრაზანა სახიფათო არ არის, თუმცა უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ხანგრძლივად და უკონტროლოდ არ გამოიყენოთ — შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაცია.

კრაზანას აქვს ანთების საწინააღმდეგო, სადეზინფექციო, ანტიბაქტერიული ეფექტი. იგი შეიცავს ფლავონოიდებს, ანტოციანებს, კაროტინს, ეთერზეთებს, ასკორბინის მჟავას, P და PP ვიტამინებს, საპონინებს და სხვა. 645 კრაზანას ნაყენს იყენებენ გამოსავლებად გინგივიტების და სტომატიტების მკურ- ნალობისას, აგრეთვე პირში ცუდი სუნისას. შენაები.

კრაზანას ხმარობენ ნაღველსადენი გზებისა და ნაღვლის ბუშტის დისკინეზიის, ჰეპატიტების, ქოლეცისტიტების, ნაღველკენჭოვანი დაავადების საწყისი სტადიის, გასტრიტის, მეტეორიზმის, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის, კანის ჩირქოვან-წყლულოვანი დაზიანებების დროს.

Facebook კომენტარები
Exit mobile version