vap.ge

თუ ორგანიზმი სუსტადაა და ჯანმრთელობის პრობლემებმაც თავი იჩინა დროა ტვინის კვება გავაუმჯობესოთ!

თუ ორგანიზმი სუსტადაა და ჯანმრთელობის პრობლემებმაც თავი იჩინა დროა ტვინის კვება გავაუმჯობესოთ!

როცა ორგანიზმს უჭირს, მაშინ თავის ტვინსაც სჭირდება დამატებითი კვება, რადგან ტვინი აგებს პასუხს ყველა ორგანოს ჯანმრთელობაზე. ამიტომაც კარგი იქნება, თუ ტვინისთვის სასარგებლო ნივთიერებებსაც მივიღებთ.

საკუთარი გამოცდილებით მივხვდი, რომ სულ ცოტა მცდელობაც საკმარისია იმისთვის, რომ იოლად გადავიტანოთ ამინდის მკვეთრი ცვლილება – ბევრ ადამიანს ხომ ამინდის სეზონური ცვლილებებისას უმწვავდება თითქმის ყველა ქრონიკული დაავადება. განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ ზამთრის პირზე და გაზაფხულის დადგომისას.

რამდენიმე წელია, ყოველ შემოდგომასა და გაზაფხულზე ვიტარებ პროფილაქტიკურ კურსს მცენარეული რეცეპტით: ... პლასტმასის სახეხზე გახეხილ ერთ ცალ მწიფე ვაშლს დაუმატეთ ნახევარი ფორთოხლის წვენი, 10 ცალი დარჩეული და დანაყილი ან ხორცსაკეპში გატარებული ნიგოზი და 1 ჩ/კ თაფლი. კარგად აურიეთ. მიიღეთ თითო ს/კ ნარევი დილას და საღამოს, ჭამამდე, ერთი თვის განმავლობაში. ნარევი ძალიან გემრიელი და სასარგებლოა, შეიცავს ტვინისთვის საჭირო მიკროელემენტებს. ამ უებარი წამლის მიღება ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ. თან იმ ფაქტორსაც თუ გავითვაისწინებთ, რომჯ ტვინი ჩვენი ორგანიზმის მთავრი მაკონტროლებელი ნაწილია, სწორედ მასზეა დამოკიდებული ორგანოების სრულყოფილი მუშაობა, ხოლო თუ ჩვენ ტვინს საკმარისი რაოდნეობის საკვებს არ მივაწვდით, ხომ წარმოგიდგენიათ როგორ ირევა მთლიანი"სისტემა"

ექიმის კომენტარი: მკითხველის მიერ მოწოდებულ რეცეპტში შემავალი ყველა კომპონენტი მართლაც ეფექტიანი სამკურნალო თვისებებით ხასიათდება. ასეთ კომპონენტთა კომბინაცია გაამდიდრებს ორგანიზმს რკინით, იოდით, C ვიტამინით, B ჯგუფის ვიტამინებით და სხვა ბიოაქტიური ნივთიერებებით, რომელიც უზრუნველყოფენ ორგანიზმის დამცავი ძალებით გაძლიერებას და შეუნარჩუნებენ ადამიანს სტაბილურ ჯანმრთელობას.

წყარო: კარაბადინი

Facebook კომენტარები
Exit mobile version